ასტროლოგია 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 2012, 18 აპრილი, 16:12 თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა მოერიდეთ ფულის ხარჯვას აუცილებლობის გარეშე. უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ და გამჭვირვალე საგადახდო ოპერაციებს. წარმატებული იქნება სეზონური ნივთების, წვრილმანი აქსესუარების, იაფი სამკაულების შეძენა.
დღეს მეტად კონტაქტური იქნებით, დაუყონებლივ დაიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას. თუმცა ზოგჯერ მსგავსი კომუნიკაბელურობა კმაყოფილებასთან ერთად, უხერხულობასაც შეგიქმნით. თანამოსაუბრე ეცდება თქვენ ფარულ მანიპულირებას. სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრისას, გამოყავით დრო ნათესავებთან მჭიდრო ურთიერთობისთვისაც. დღეს ახლობლებთან ან კოლეგებთან ურთიერთობა გართულდება მოულოდნელი კონფლიქტით. საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე დარწმუნდით, თავად ხომ არ შექმენით უსიამოვნო გარემო. თუ საქმეების მსვლელობა თქვენზე არ არის დამოკიდებული, დაძაბულ სიტუაციაში გამონახეთ უსაფრთხო ადგილი. მაგ. გაერიდეთ დამთრგუნველ ატმოსფეროს, ჩაეფალით მუშაობას ან სწავლაში. დღეს რუტინა თქვენთვის შეუფერებელია. აირჩიეთ ნაკლებად სტანდარტული საქმიანობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ ბუნებრივი ნიჭი და ესთეტიკური გემოვნება. ასევე შეინარჩუნეთ კავშირი სხვა ადამიანებთან და გაცვალეთ მათთან ენერგია. ეს შესაძლოა იყვნენ თქვენი მოსწავლეები, ბავშვები, კოლეგები, თანამოაზრეები ან საყვარელი ადამიანი. სასიყვარულო თამაშში ჩართვისას გაითვალისწინეთ იუმორის, ასევე ზომიერების გრძნობა. სამუშაო კოლექტივში არსებული ატმოსფერო დილიდანვე ჭექა-ქუხილს გპირდებათ. თუკი უსიამოვნების საბაბი რეალურია, ეცადეთ სიტუაციის სწრაფად გარკვევას და გაღიზიანების წყაროს მოშორებას. კარგად მართეთ ესთეტიკური მადა და ეროტიკული ინსტინქტები. მსუბუქი ფლირტი გაახალისებს გარემოს, თუმცა ბობოქარ ვნებებზე მინიშნებაც კი ხელს შეგიშლით მუშაობაში. დღეს თქვენი მეგობარი, საქმიანი მოკავშირე ან მეუღლე ცუდ განწყობაზე იქნება. საკუთარი მიზნებისთვის ისინი საფრთხის ქვეშ დააყენებენ პირადად თქვენ და ერთობლივ მიღწევებს. საბედნიეროდ დღევანდელი მოვლენები დამანგრეველი ძალის არ იქნება. შეინარჩუნეთ კავშირი სხვა ადამიანებთან და მსუბუქად შეასწორეთ მისი კურსი, ამგვარად ურთიერთობა მაქსიმალურად სასიამოვნო და უსაფრთხო იქნება. დღეს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მოძებნით მისაღებ გამოსავალს. მიაღწევთ დასახულ მიზანს მხოლოდ მოკლე კრიზისის გავლის შემდეგ. ადამიანი, რომლისთვისაც თავის მოწონებას ცდილობთ გულთბილად მოეკიდება თქვენ პრობლემებს. ქალი-შეფი არსებობისას გაუკეთეთ მას კომპლიმენტი ორიგინალური ფორმით. დღეს გაგიჩნდებათ მომატებული ინტერესი მოდური ნიუანსების, მეგობრობის და არაფორმალური თანამშრომლობის საკითხების მიმართ. დროული იქნება სილამაზის სალონში ვიზიტი. გაგიჩნდებათ ახალი მეგობარი, რომელიც გაგიწევთ მეგზურობას უცნობ გარემოში. მოსალოდნელია უსიამოვნება იდეოლოგიური მტრობის ნიადაგზე. დღეს მეტად მიზანსწრაფული იქნებით და არ მოისმენთ სხვების რჩევებს. თუმცა თქვენზე გავლენას მოახდენს სხვა ადამიანების, მაგ. ოჯახის წევრების, საუკეთესო დაქალის ან შემთხვევითი გამვლელის მოსაზრეება. სურვილების რეალიზებისას მოიმარაგეთ დამატებითი ინფორმაცია და ფარული მოკავშირეები. დაგჭირდებათ კონსულტაცია პროფესიულ ან ესთეტიკურ სფეროში. დღეს ოპტიმისტურად და მსუბუქად უყურებთ გარემოებას. მომხიბვლელობა გახდება თქვენი საუკეთესო დამხმარე. გაგიჩნდებათ ინტერესი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის, ასევე მოდის, ხელოვნების, გართობის, სილამაზის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ხელსაყრელი დროა სტილისტთან ვიზიტის და გარდერობის განახლებისთვის. წინდახედულობის, აქტიურობის, თავაზიანობის შეთავსება მეტად მომგებიანი იქნება. მოერიდეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაფუჭებას, თუმცა მათ ყველა თქვენ პრობლემას ნუ გაუზიარებთ. მიმდინარე ამოცანები ამოხსენით სწრაფად, დაუყონებლივ. შეინარჩუნეთ კავშირი მეგობართან ან ახლო ნათესავთან, რადგან დაგჭირდებათ მათი რჩევა ან მოსაზრება. დღეს თქვენი იმპულსურობა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არაბუნებრივ ფორმას მიიღებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. გამოიჩინეთ სიფრთხილე შეფთან საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას. კარიერის გაკეთებისას არ შექმნათ ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება, რომელიც ყველანაირ ზომას მიმართავს. დღის ბოლოს თქვენი საქციელი უფრო მოქნილი, დიპლომატიური და თავაზიანი იქნება. ამგვარ ცვლილებას განაპირობებს ქალთან ურთიერთობა. 451 1-ს მოსწონს
|