ქალი და მამაკაცი გაშორდა თუ არა ქმარს ირინა ონაშვილი(+ფოტოები) 2013, 7 თებერვალი, 11:22 ირინა ონაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქართველი მოდელია. იგი იყო "მის საქართველო 2003". მისი პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა და მალე დაშორდა პირველ მეუღლეს. ხოლო მისი მეორე მეუღლე არის "ნაციონაული მოძრაობის" აქტიური წევრი, ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. ირინა ლადოს მეუღლე გახდა იმ პერიოდში, როდესაც ვარძელაშვილი მინისტრი იყო. წყვილს 2012 წლის თებერვალში შვილი შეეძინათ, რომელსაც საბა დაარქვეს. იგი მალე ერთი წლის ხდება. როგორც ირინა აღნიშნავს, ლადო ვარძელაშვილი საუკეთესო და მზრუნველი მამაა, იგი ირინას ახალდაბადებული საბას მოვლაში ეხმარებოდა. მათ შესახებ ხშირად ვრცელდება ჭორები მათი დაშორების შესახებ და ახლაც გავრცელდა მორიგი ჭორი, რომ ონაშვილმა ვარძელაშვილი მიატოვა, თავის ბიჭუნას დაავლო ხელი და დედასთან გადავიდაო. ჟურნალი "რეიტინგი" დაინტერესდა ამ ფაქტით და ირინა ონაშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან ეს ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ მსგავსი ჭორები უკვე აღარ უკვირს და ხშირადაც სმენია მათი დაშორების შესახებ, მაგრამ ეს მორიგი ჭორია და წყვილი არ დაშორებია ერთმანეთს. ასევე ირინამ აღნიშნა, რომ დაშორებოდნენ არც დამალავდა და იტყოდა. ასე რომ ჭორი ჭორად რჩება... ირინა და ლადო კი ერთად... გთავაზობთ ირინა ონაშვილისა და მისი პატარა ოჯახის ფოტოებს: 10056 10-ს მოსწონს 4-ს არა
|