x
image
ციცი
Mediator image
სოსო პავლიაშვილს მკვლელობაში ადანაშაულებენ
image

რუსული ესტრადის ქართული წარმოშობის მომღერალს, სოსო პავლიაშვილს მკვლელობაში ადანაშაულებენ.

პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა, თუმცა იგი ამ ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას სრულიად აბსურდულად მიიჩნევს.

საქმე კი იმაშია, რომ მისი ბავშვობის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი, მომღერალი ავთო ადუაშვილი 2012 წლის 23 ნოემბერს, ჩაცხრილეს საკუთარ მანქანაში. მკვლელობა მოხდა თბილისში.


სოსო პავლიაშვილს მკვლელობაში ეჭვმიტანილად გარდაცვლილის ოჯახის წევრი ასახელებს, რომელმაც ეს ინფორმაცია მიაწოდა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს. ასევე მისი ინფორმაციით მკვლელობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში დაპატიმრებული იქნა ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც სოსო პავლიაშვილის დის ქმარია და ასევე დაკავებულნი არიან ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნებაც.

ამავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს არანაირ კომენტარს მათი დაკავების შესახებ. სამართალდამცავები არ ახმაურებენ იმ ფაქტსაც, არის თუ არა რაიმე კავშირში სოსო პავლიაშვილი მისი ბავშვობის მეგობრის მკვლელობასთან.

0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0