x
image
K.P.
რა პრობლემებს უქმნის საკუთარი გარეგნობა "ჩინური გარეგნობის ქართველ მოდელს"? (+პირადი ფოტოკოლექცია)
image


ნინა ფოცხიშვილი სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელია. გოგონა მხოლოდ 13 წლისაა, ამის მიუხედავად, ის ერთ-ერთი პოპულარული მოდელია. მის გარშემო მუდამ ისმის კითხვა: ეს გოგონა ჩინელია? ამბობენ, რომ ნინა ფოცხიშვილი ქართველი მოდელია ჩინური გარეგნობით. გოგონას დედა ჩინელია, მამა კი ქართველი. ნინა გვიამბობს: image
"მე მექსიკაში ვარ დაბადებული. გარკვეული პერიოდის მანძილზე, მშობლებთან ერთად, ჩინეთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი მამამ საქართველოში ჩამომიყვანა.მექსიკაში იმიტომ გავჩნდი, რომ მშობლები იქ დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და ჩემი დაბადების დრო რომ მოვიდა, ჩინეთში დაბრუნება ვეღარ მოასწრეს...ოჯახში ვცხოვრობთ მამა, ბებო, ჩემი 10 წლის დაიკო და მე. რაც შეეხება დედას, ის ამერიკაშია. ჰო, სახლში კიდევ ორი ძიძა გვყავს. ისინი წლებია, ჩვენთან მუშაობენ...რაკი ბებომ გამზარდა, ამის გამო მას დედად მივიჩნევ და ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს.". image














"პატარაობიდანვე ყველა იმას მეკითხებოდა, - ჩინელი ხარო? ქუჩაში რომ მივდიოდი, ვგრძნობდი, ჩემს ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდნენ. ახლაც ასეა, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, ადრე კი ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა.ჩინური სისხლი, რომ თავისას შვრება, ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ საკუთარ თავში ქართველს უფრო მეტად ვგრძნობ; თვალები კი მაქვს დედის, მაგრამ სახის სხვა ნაკვთებით მამას და ბებოს ვგავარ..". image

ნინა თავისუფალ დროს მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს, ძალიან უყვარს მათემატიკა, სიმღერა და ხატვა. ბევრი მეგობარი ჰყავს და მათთან ერთად ძალიან კარგად ერთობა. ძალიან პრანჭია არ არის, ცდილობს თავს მოუაროს. ნინას საყვარელი ფერი ნაცრისფერია, უპირატესობას კლასიკურ სამოსს ანიჭებს, თუმცა თავისუფალ სტილზეც არ ამბობს უარს. ბევრი თაყვანისმცემლი არ მყავს, ჩემი გული თავისუფალია, გათხოვებას კი 25 წლამდე არ ვაპირებო...

ვუსურვოთ ნინას წარმატებები... imageimage


















imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










3
808
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
808
  
2013, 19 ივნისი, 3:14
და რაში უქმნის პრობლემებს სად წერია ეგ ;:დ
2013, 23 მარტი, 22:21
ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა!
2013, 3 თებერვალი, 22:08
მართლა ჩინელს გავს ეს გოგო. თუმცა ამითაც არაფერი არ შავდება.
0 1 3