საზოგადოება დუშეთში 16 წლის გოგონა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 2013, 1 თებერვალი, 15:02 დუშეთში მცხოვრებმა 16 წლის დიანა დიდებაშვილმა 27 იანვარს იმშობიარა, მშობიარობიდან მესამე დღეს ძლიერი ტკივილები დაეწყო მუცლის არეში, ითხოვდა, რომ ექიმი მისულიყო მასთან, თუმცა ექიმმა "დაამშვიდა", იცის ტკივილები და ისტერიკებს ნუ აწყობო, ტკივილები იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ ოჯახის წევრები იძულებულები გახდნენ გოგონა დუშეთიდან მცხეთაში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაეყვანათ, პაციენტს საშვილისნო ამოაჭრეს და იქვე საოპერაციო მაგიდაზევე გარდაიცვალა."ოპერაცია მცხეთაში ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა გაუკეთა და თქვა, რომ ეს მომაკვდავი რაღას მომიყვანეთ საოპერაციოდო. ვუჩივით დუშეთის ექიმს, მაგის ბრალია ყველაფერი", - ყვება გარდაცვლილის მამამთილი.ოჯახი გოგონას სიკვდილში დუშეთის რაიონის ექიმ-გინეკოლოგ ირმა მაკალათიას ადანაშაულებს.რაც შეეხება ახალდაბადებულ ჩვილს, მისი ჯანმრთელობა ნორმალურია. 86 3-ს მოსწონს 2-ს არა
|