x
image
L.C.
გთხოვთ ნუ დატოვებთ სტატიას უყურადღებოდ,ამ ადამიანს ჩვენი დახმარება სჭირდება
imageკვირის პალიტრაში გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც ალბათ არავინ დატოვა გულგრილი.მეც არ შემეძლო ამ თემაზე არ დამეწერა, რადგან თითოეული ჩვენგანის მცირედი დახმარება ძალიან შეუმსუბუქებს ტანჯვას ნატალია კობიაშვილსა და მის 28 წლის შვილს - მაია ხარაზიშვილს.მაია თვეების იყო, როდესაც ექიმის შეცდომის გამო ხერხემალი დაუზიანდა და მას შემდეგ ისევ ჩვილად დარჩა.იგი მუდმივი ტკივილებისგან იტანჯება, რადგან ძვლები ემტვრევა და დედა მის ხელში აყვანასაც კი ვერ ახერხებს. მომყავს ქალბატონი ნატალიას (დედის) ციტატა სტატიიდან:

" როცა რომელიმე ძვალი ტყდება, ტუჩს სიმწრით კბილებში მოიქცევს და იჭამს. მერე ტირის. იტირებს, იტირებს ასე ერთი კვირა და მერე გაჩუმდება".

მაიას დაავადებას ვეღარაფერი უშველის, მაგრამ მისი ერთადერთი მარჩენალი დედაა, რომელიც ფულს სისხლის ჩაბარებით შოულობდა, ახლა კი ამასაც ვერ ახერხებს, რადგან დიაბეტი დაემართა.


ძალიან გთხოვთ ნუ დავრჩებით გულგრილები და დავეხმაროთ ამ ოჯახს.



საქართველოს ბანკი: კოდი BAGAGE22 ანგარიში GE52BG0000000200126200; მიმღები ნატალია კობიაშვილი; ან გადარიცხოთ "მაგთის", "ბილაინისა" და "ჯეოსელის" აბონენტებმა 1 ლარი ტელეფონზე: 0901500546).


ეს კი სრული სტატიის ლინკია, თუ სურვილი გაქვთ ეს ამბავი უფრო დაწვრილებით წაიკითხოთ:


http://www.kvirispalitra.ge/public/15379-es-qchviliq-28-tslis-qalia.html?add=1&start=45

2
144
7-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
144
  
2013, 1 თებერვალი, 16:37
გული მწყდება რომ ამ სტატიას ასე ცოტა მნახველი ყავს,მინდა რომ რაც ამ სტატიიდან რა თანხაც შემოვა გადავურიცხო და ნაღდად არ მინდა ხალხმა იფიქროს რომ სტატიის პოპულარობისთვის დავაწერე ასეთი სათაური.შეუძლებელია გულგრილი დარჩე:(
2013, 1 თებერვალი, 11:42
არ შეიძლება, ადამიანი რომელიც ამას წაიკითხავს გულგრილი დარჩეს ამ ფაქტით.. გული დამეწვა. ისე შემეცოდა..
0 1 2