საზოგადოება "ქალები თვითონ არიან დამნაშავეები,რომ აუპატიურებენ"(პიერო კორსი) 2013, 30 იანვარი, 15:39 იტალიელმა მღვდელმა პიერო კორსიმ ქალები დაადანაშაულა ძალადობის პროვოცირებაში, საშობაოდ კარზე დაკიდა მიმართვა, სადაც მიანიშნა, რომ ქალები თვითონ არიან დამნაშავენი, რომ აუპატიურებენ, ამის მიზეზად მან საკმაოდ მოშიშვლებული სამოსი და ოჯახის მზუნველობისგან მოწყვეტა დაასახელა."ქალები სულ უფრო ხშირად მედიდურად იქცევიან, მიგდებული ბავშვები სახლში, დაურეცხავი ჭურჭელი და ცივი სადილი ბადებს ოჯახში სკანდალებს, გარეთ მოშიშვლებულები დადიან, ისინი სულ უფრო ხშირად ღალატობენ ქმრებს კოლეგებთან სამსახურში, ან სპორტდარბაზში, ყველაფერი ეს აღვიძებს ცხოველურ ინსტიქტებს, რომელიც ძალადობისკენაა მიმართული".მის ამ განცხადებას მყისიერი რეაქცია მოყვა არა მარტო მშვენიერ სქესთა მხრიდან, არამედ უმაღლეს საეკლესიო წრეებშიც, ამ მიმართვამ შეურაწყო ქალები, ამიტომ ისინი მოითხოვენ საქმეში ჩაერთოს პრემიერი მონტი და რომის პაპი.დონ პიერ კორსიმ სახალხოდ მოუხადა ბოდიში ქალებს "გაუაზრებელი და პროვოკაციული" გამონათქვამისთვის, ახლა კი ეკლესიის განაჩენს ელოდება. 1069 6-ს მოსწონს
|