პარამეცნიერებები უცნაური ადგილები დედამიწაზე (5) 2013, 22 იანვარი, 21:43 ნიუგრეინჯი -- ეს არის ცნობილი ისტორიამდელი უძველესი ადგილი ირლანდიაში. იგი აშენებული იყო ქვებით, მიწით, ხითა და თიხით 3100 წელს ჩვ. წ. აღ-მდე. დაახლოებით 1000 წლის წინ სანამ აშენდებოდა ეგვიპტის პირამიდები. ეს ნაგებობა შედგება გრძელი კარიდორისაგან, რომელსაც გავყავართ დარბაზამდე, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სამარხი. ამ ნაგებობის დამახასიატებელია მისი სიზუსტე და სიმკვრივე, რომელიც შენობას უნარჩუნებდა აბსოლიტურ წყალგაუმტარობას.არქეოლოგები ამტკიცებენ რომ იგი გამოიყენებოდა როგორც სამარხი, მაგრამ რატომ და რისთვის არ არის ცნობილი. გოზეკის წრე ერთ-ერთი საიდუმლოებით მოცული ადგილი გერმანიაში არის “გოზეკის წრე ". ის ითვლება ყველაზე ადრეულ და პრიმიტიულ “მზის ობსერვატორიად". იგი აგებულია დაახლოებით 4900 წელს ჩვ. წ. აღ-მდე. არსებობს ვერსიები რომ აქ ტარდებოდა საკულტო და რიტუალური წარმოდგენები, მაგრამ მისი ზუსტი დანიშნულება არ არის ცნობილი. 170 6-ს მოსწონს
|