x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ლიმნის კექსი
retseptebi_klasikuri_limnis_keqsi

ინგრედიენტები:

200გრ კარაქი

150გრ შაქარი


ერთი ლიმნის ცედრა

4 კვერცხი

1 ჩაის კოვზი კონიაკი

200გრ ფქვილი (+გასაფხვიერებელი)

მომზადების წესი:

200გრ კარაქი და 150გრ შაქარი ათქვიფეთ კარაქის გათეთრებამდე. სასურველია შაქარი კარგად გაიხსნას.

retseptebi_klasikuri_limnis_keqsi_2

თითო-თითოდ დაუმატეთ 4 კვერცხი. თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ ცომი.

retseptebi_klasikuri_limnis_keqsi_3

ჩაყარეთ ერთი ლიმნის ცედრა, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი კონიაკი და 200გრ ფქვილი-პარალელურად მიქსერის დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ მასა.

retseptebi_klasikuri_limnis_keqsi_4

ფქვილი მცირე პორციებით დაუმატეთ.

retseptebi_klasikuri_limnis_keqsi_5

ფორმა საცხობი ქაღალდით ამოფინეთ ან წაუსვით ცხიმი და ფქვილი მოაყარეთ. გადაიტანეთ ცომი და გადაასწორეთ ზედაპირი.

retseptebi_klasikuri_limnis_keqsi_6

გამოაცხვეთ კექსი 180 გრადუსზე 40 წუთი. მზადყოფნა ხის ჯოხით შეამოწმეთ.

გემრიელად მიირთვით!

0
529
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0