x
image
ეკა.
როგორ გადარჩა მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბიჭი?
image2012 წლის მიწურულს თბილისში ერთი საოცარი ფაქტი მოხდა. 6 წლის ნიკოლოზ ღაჭავას თამამად შეიძლება ვუწოდოთ გასული წლის ყველაზე ოღბლიანი ბავშვი. ის, რაც 25 დეკემბრის დილას გლდანის პირველ მიკრორაიონში მოხდა, ნამდვილად სასწაულია. ბავშვი მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და თითქმის უვნებელი გადარჩა. მოკლედ ამ ამბის გადმოცემა ასე შეიძლება: დედამ პატარა ბიჭი სახლში ცოტახნით მარტო დატოვა, თავად კი ორი მცირეწლოვანი ბავშვი საბავშვო ბაღში წაიყვანა. ბიჭმა დედის მოლოდინში ფანჯარას სკამი მიადგა, ზედ ავიდა, ფანჯარა გამოაღო და... უფრო დაწვრილებით თავად დედა, თამარ ჟღენტი და მისი გადარჩენილი შვილი, ნიკოლოზ ღაჭავა გვიამბობენ.


- ქალბატონო თამარ, როცა ეს ამბავი მოხდა, იმ დღეს სად იყავით?

- როცა ნიკოლოზი გადმოვარდა, იმ დროს სახლში არ ვიყავი, ბავშვები ბაღში წავიყვანე. ეს ყველაფერი კი წუთებში მოხდა. ნიკოლოზი ძალიან ჭკვიანი ბავშვია, ფანჯარასთან არასდროს მიდის, არ ვიცი, იმ დღეს რატომ მივიდა.



- სახლში მარტო ხშირად ტოვებდით?

- არა, ამ შემთხვევამდე მხოლოდ ერთხელ დავტოვე და მაშინ ყველაფერი რიგზე იყო.


- ნიკოლოზი რას ამბობს, როგორ გადმოვარდა?

- ამბობს, რომ ფანჯარასთან დაიდგა სკამი, რომელიც გაუცურდა და გაღებული ფანჯრიდან გადავარდა. ჩვენივე ფანჯრის წინ სარეცხის თოკებს მოეჭიდა. შემდეგ, როგორც თვითონ ყვება, ხელები დაეღალა და გაუშვა. მესამე სართულზე მიშენება აქვთ გაკეთებული, კრამიტით არის გადახურული. მეზობლებმა, გამვლელებმა ბავშვს კრამიტზე საბნები და ლეიბები დაუფინეს. ნიკოლოზი ჯერ ნაძვის ხეზე დაეცა და შემდეგ იმ ლეიბზე.


- ბავშვი უგონო მდგომარეობაში დაგხვდათ?

- არა, გონზე იყო.


- რა ტრამვები მიიღო?

- ძლიერი დაბეჟილობა აქვს. არც მოტეხილი აქვს, არც ტვინის შერყევა. ექიმებს ნიკოლოზის გადარჩენა ძალიან უკვირთ. ასეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნა ძირითადად ტრაგიკულად სრულდება. ღვთის წყალობით, ბავშვი გადარჩა. მე ჯერ შოკიდან არ ვარ გამოსული. უფალს მადლობას ვწირავ, რომ ჩემი შვილი გადამირჩინა. ეს მეზობლების და კეთილი ადამიანების დამსახურებაცაა, ისინი კორპუსის სახურავიდანაც ცდილობდნენ ბავშვთან ჩასვლას, მაგრამ ვერ მიუსწრეს, ზოგი კარის შემტვრევას ცდილობდა, მაგრამ მანამდე ნიკოლოზი ჩამოვარდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემი შვილის დახმარებას ცდილობდა. დღემდე ყველა მირეკავს და ბავშვის მდგომარეობას კითხულობს.


- ვინმეს დაუძახე, მიშველეთო თუ თვითონ შეგამჩნია ხალხმა თოკებზე ჩამოკიდებული?

- მეზობელი დავინახე და იმას ვთხოვე შველა.


- ალბათ ძალიან შეგეშინდა.

- არა, არ მეშინოდა, მხოლოდ და მხოლოდ შველას ველოდებოდი და ვფიქრობდი, რომ გადავრჩებოდი.


- მერე ხეს დაეცი, არა?

- კი, ხის ტოტზე დავვარდი, ამაგდო, ისევ ჩამომაგდო და ასე რამდენჯერმე, მერე ლეიბზე დავეცი.


0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0