სხვა რისი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სჭირდება სალომე ჭაჭუას? 2013, 21 იანვარი, 20:17 პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ სეზონში სალომე ჭაჭუა ლევან როსტოშვილის პარტნიორი იყო, ხოლო მეორე სეზონში გიორგი ვარდოსანიძის. მას ჰყავს შეყვარებული-გიგი გაჩეჩილაძე რომელიც სალომეს მასწავლებლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების შვილია. გოჩა ჩერტკოევი კი გიგის სიძე, ანუ დის ქმარია. მოკლედ როგორც აღმოჩნდა ამ პროექტში მთელი სანათესაო იყო ჩართული და იმედია კიდევ იქნება (ვგულისხმობ იმას რომ ცეკვავენ ვარსკვლავების მესამე სეზონიც იქნება).
- რა შეგრძნებაა, როცა შენი შეყვარებული შენი კონკურენტია? - ნამდვილად არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, ერთმანეთს მაქსიმალურად ვეხმარებოდით. მე კი დავტოვე პირველ სეზონში პროექტი, მაგრამ მთელი გულით ვგულშემატკივრობდი თიკოს და გიგის. - როგორ იღებდი გოჩა ჩერტკოევის შეფასებას, ის ხომ შენი შეყვარებულის ნათესავია? - ძალიან დადებითად ვიღებდი გოჩას შეფასებას, ჩემი აზრით, გოჩა ძალიან ობიექტურია, მეტიც, რიგ შემთხვევებში ისეთი მკაცრი არ არის, როგორიც უნდა იყოს. - რამდენადაც ვიცით, შენი მშობლები შენი და გიორგის ურთიერთობის წინააღმდეგები იქვნენ, რა იყო ამის მიზეზი? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, როგორც ყველა მშობელს, ჩემებსაც უკეთესი სასიძო უნდოდათ, გვქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ დღეს ყველაფერი დაძლეულია და თავის ადგილას დგას. - სალომე რა აზრის ხარ პლასტიკურ ოპერაციებზე? - თუ ადამიანს სჭირდება და მიაჩნია, რომ ეს უფრო გაალამაზებს, რატომაც არ უნდა გაიკეთოს... - თვითონ თუ გაქვს რაიმეს შეცვლის სურვილი საკუთარ გარეგნობაში? - ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, ნაიარევია ხელზე. ბავშვობაში ჩემმა დამ შემთხვევით ცხელი წყალი გადამასხა და ამის შემდეგ პატარა ნაწიბური დამრჩა. მართალია, არ მომწონს, მაგრამ იმდენად მეშინია ოპერაციების, ვერ ვბედავ ქირურგთან მისვლას, არასდროს არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია. 144 5-ს მოსწონს 1-ს არა
|