სხვა რა არის სიკვდილი და საიქიო? ვინ არის მიწისქვეშა სამყაროს მმართველი? 2013, 21 იანვარი, 19:22 ![]() პირველი სამარხები თავდაპირველად ჩასასვენებელს ლერწმისგან აკეთებდნენ. მოგვიანებით ლერწამი ხით შეიცვალა, ხოლო დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლიდან ჩასასვენებელს უკვე ადამიანის ფორმას აძლევდნენ. გლოვა სამგლოვიარო პროცესიას, ჩვეულებრივ, მოტირალი ქალები მიჰყვებოდნენ. გარდაცვლილის თავთან და ფეხებთან მდგარი ორი ქალი ოსირისზე მგლოვიარე ქალღმერთებს, დებს ისიადასა და ნეფთისს განასახიერებდნენ. პროცესიის მონაწილე სხვა ქალები კი თავზე მიწას იყრიდნენ და მკერდზე მჯიღს იცემდნენ. კაცები მწუხარებას იშვიათად გამოხატავდნენ. ძღვენი საფლავში სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული მუმიაში სახლდებოდა. სულის შემადგენელ ნაწილებს, "კა" -სა და "ბა" -ს საჭმელ-სასმელი, თვით გარდაცვლილს კი მსახურები, ტანსაცმელი და ავეჯიც სჭირდებოდა. მიწისქვეშა სამყაროს მმართველი მიწისქვეშა სამყაროს ოსირისი, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის ღმერთი განაგებდა. ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ გარდაცვლილი მეფეები ოსირისთან მჭიდრო კავშირში იყვნენ. მოგვიანებით ასევე ფიქრობდნენ ყველა ადამიანზე, რომლის სულიც სამსჯავროს წარმატებებით გაივლიდა. გარდაცვლილთა წიგნი სამოთხეში რომ მოხვედრილიყავი, გარდაცვლილს მიწისქვეშეთი უნდა გაევლო. ამ რთული მოგზაურობისას გზად შეხვედრილი სირთულეების გადასალახად სპეციალური შელოცვები იყო საჭირო. შელოცვები პაპირუსის გრაგნილზე ეწერა, რომელსაც დღეს "გარდაცვლილთა წიგნს" ვუწოდებთ. მას, ჩვეულებრივ, სარკოფაგში დებდნენ. 117 2-ს მოსწონს
|