x
image
ეკა.
რას ნიშნავს წინადინასტიური ეგვიპტე? (ამ სტატიით ბევრს გაიგებთ ეგვიპტის შესახებ)
imageეგვიპტის ისტორიის ადრეულ პერიოდს, დაახლოებით ძვ.წ. 3500-3150 წლებს, "წინადინასტიური პერიოდი" ეწოდება. ის მმართველი ოჯახების მიერ ეგვიპტის გაერთიანებით სრულდება. უფრო ადრე ამ მიწებზე მომთაბარე მონადირეები დასახლდნენ და მიწის დამუშავება დაიწყეს, მოგვიანებით კი მათი პატარა დასახლებები სოფლებად იქცა. თანდათან ჩამოყალიბდა ორი სამეფო: ქვემო ეგვიპტე ნილოსის დელტის გარშემო იყო გადაშლილი, ხოლო ზემო ეგვიპტე ნილოსის ნაპირებზე მდებარე ნაყოფიერი მიწების ვიწრო ზოლს მოიცავდა. სამეფოების განვიტარებასთან ერთად, ეგვიპტელებმა ბრწყინვალე ნაკეთობათა დამზადებაც ისწავლეს. მრავალი ასეთი ნაკეთობაა აღმოჩენილი საფლავებსა და აკლდამებში. მათ მიცვალებულთან ერთად ათავსებდნენ, რათა საიქიოში გამოსდგომოდათ.


ნილოსის დასახლება


დაახლოებით ძვ.წ. 10 000 წელს ნილოსის ველზე საჰარის უდაბნოდან მომთაბარე ტომები მოვიდნენ. მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად ისინი მომცრო ჯგუფებად ცხოვრებას განაგრძობდნენ და სეზონის ცვლილებისა და მდინარის ყოველწლიური ადიდების შესაბამისად იცვლიდნენ ადგილს. ნილოსის წყალსა და მდინარის გასწვრივ გადაჭიმული ნაყოფიერი მიწების ვიწრო ზოლს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.


დაკრძალვა და მხატვრობა



პირველი ეგვიპტელები გარდაცვლილს პირდაპირ უდაბნოს ქვიშაში მარხავდნენ. ცხელი ქვიშა გვამს აშრობდა და გახრწნისგან იცავდა. ჰიერაკონპო-ლისში, ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეს მახლობლად დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს დიდი სასაფლაო აშენდა. მეცნიერთა ვარაუდით, ეს იყო ყველაზე ძველი მოხატული სამარხი ეგვიპტეში.

2
94
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
94
  
2018, 20 ივნისი, 19:06
ყველაზე საინტერესო ისაა რა რასის წარმომადგენლები იყვნენ იმ ძვ.წ. მე-100 საუკუნეში საჰარიდან მოსული ტომები ნილოსის სანაპიროებზე. ხომ არ იცი ეკა?
2018, 20 ივნისი, 19:03
ძლივს, უკვე მე-5 საინტერესო სტატია ვნახე "სხვა"-ში :))) აფერუმ :დ
0 1 2