სხვა რას ნიშნავს წინადინასტიური ეგვიპტე? (ამ სტატიით ბევრს გაიგებთ ეგვიპტის შესახებ) 2013, 21 იანვარი, 18:34 ![]() ნილოსის დასახლება დაახლოებით ძვ.წ. 10 000 წელს ნილოსის ველზე საჰარის უდაბნოდან მომთაბარე ტომები მოვიდნენ. მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად ისინი მომცრო ჯგუფებად ცხოვრებას განაგრძობდნენ და სეზონის ცვლილებისა და მდინარის ყოველწლიური ადიდების შესაბამისად იცვლიდნენ ადგილს. ნილოსის წყალსა და მდინარის გასწვრივ გადაჭიმული ნაყოფიერი მიწების ვიწრო ზოლს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. დაკრძალვა და მხატვრობა პირველი ეგვიპტელები გარდაცვლილს პირდაპირ უდაბნოს ქვიშაში მარხავდნენ. ცხელი ქვიშა გვამს აშრობდა და გახრწნისგან იცავდა. ჰიერაკონპო-ლისში, ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეს მახლობლად დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს დიდი სასაფლაო აშენდა. მეცნიერთა ვარაუდით, ეს იყო ყველაზე ძველი მოხატული სამარხი ეგვიპტეში. 95 4-ს მოსწონს
|