პარამეცნიერებები უცნაური ადგილები დედამიწაზე (3) 2013, 19 იანვარი, 18:49 ყველა აქამდე ცნობილ ნაგებობათაგან იაპონიაში არც ერთი არ არის ისეთი გამოუცნობი, როგორც ეს იონაგუნის პირამიდაა, წყალქვეშა მონუმენტური ნაგებობა, რომელიც მდებარეობს კუნძულ რიუკუს სიახლოვეს. ეს ადგილი აღმოჩენილი იყო 1987 წელს მყვინთავების ჯგუფის მიერ, რომლებიც უთვალთვალებდნენ ზვიგენებს. ამ აღმოჩენამ მაშინვე გამოიწვია ძალიან დიდი კამათი იაპონელ მეცნიერთა საზოგადოებაში. მონუმენტი მოჩუქურთმებულია მწყობრად, მათ შორის მასიური პლატფორმები და უზარმაზარი ქვის სვეტებიც, რომელიც ძევს 5 მეტრიდან 40 მეტრამდე წყლის სიღრმეში. ქვედა დინებები ამ ადგილას საკმაოდ სახიფათოა, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი გამხდარიყო ეს ადგილი ყველაზე პოპულარული იაპონიაში. ნაგებობას სხვანაირად “კუ"-ს უწოდებენ თავისი უნიკალური ფორმის მიხედვით. კვლავ გრძელდება კამათი ამ ნაგებობის გარშემო და ისმის კითხვები “არის თუ არა ეს მონუმენტი ნამდვილად ბუნებრივი?, თუ ის შექმნილია ხელოვნურად?". მეცნიერები არაფერს ამტკიცებენ, მაგრამ ფაქტია რომ__ ესაა მთლიანი კლდის ნაწილი. რიგი მკვლევარებისა ამტკიცებს, რომ ხელოვნურადაა შექმნილი და მას შემოქმედებითი წარმომავლობა გააჩნია. და თუ ვერსია მისი ხელოვნურობის შესახებ მართალია, მაშინ ისმება მეორე კითხვა:“ ვინ ააგო იონაგუნის პირამიდა და რა მიზნით?." ყველა ძეგლთა შორის რაც არსებობს დედამიწაზე, არ არის ისე საიდუმლოებით მოცული, როგორც ეს ინგლისის სტოუნხენჯია. ეს არის ქვის მეგალითური ნაგებობა, რომელიც მდებარეობს 150 კმ ლონდონიდან სამხრეთ-დასავლეთით.იგი შედგება 56 ქვის სვეტებისაგან. ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას უზარმაზარი შვიდმეტრიანი ქვები. სწავლულები ძალიან ბევრს მსჯელობენ თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ნაგებობა. ფაქტი ერთია რომ მათი ამშენებლები ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას და შესაძლებლობას მათემატიკის, ასტრონომიის, გეოლოგიის და არქიტექტურის და სხვა სფეროებში... 142 7-ს მოსწონს
|