საზოგადოება ესპანეთში მეძავები ვალდებულები არიან შუქამრეკლი ჟილეტები ჩაიცვან. 2013, 19 იანვარი, 10:37 კატალონიის ხელისუფლებამ ესპანეთში გადაწყვიტა, რომ მეძავები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ საგზაო მოძრაობისთვის, ისინი მუშაობენ ინტენსიურ ტრასაზე LL-11-ზე, აღმოსავლეთით კატალონიის ქალაქ ლეიდასთან, პოლიციამ გადაწყვიტა ლუმინესცენცური(შუქამრეკლი) ჟილეტები ჩაიცვან ტრასაზე მოძრავმა მეძავებმა, ეს უსაფრთხო იქნება როგორც მათი სიცოცხლისთვის, ასევე გზაზე მოძრავი მძღოლებისთვის, -ასე მიაჩნია ხელისუფლებას.კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 40 ევროა.ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით პრინციპში პროსტიტუცია აკრძალული არ არის, აკრძალულია სუტინიორობა, თუმცა ხშირად ისეთ კანონებს იღებენ მეძავების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო დამამცირებელია მათთვის. 142 3-ს მოსწონს
|