ქალი და მამაკაცი როგორ შევარჩიოთ ცხოვრების მამაკაცი? ვინ არის ის?-გმირი თუ ჩვეულებრივი ადამიანი? 2013, 18 იანვარი, 21:24 ![]() „პიტერ პენი” – მამაკაცი-ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ყველაფერი დანარჩენი თქვენი გასაკეთებელი იქნება. მისი და ოჯახის გამოკვება თავად მოგიწევთ. ![]() „აივენჰო” – ის უფლისწულია. თეთრი ცხენითა და რაინდული თვისებებით, რომელიც აუცილებლად გაგრძნობინებთ თავს ზღაპარში, მაგრამ რეალური ცხოვრება ზღაპრისგან ძალიან შორსაა. ![]() „ზორო” – ის შეიძლება „ცუდი ბიჭიც” იყოს. ოდნავ უზრდელი და უხეში, არც ისე დახვეწილი მანერებით. მაგრამ, გული კეთილი ექნება და ბოროტებისგანაც შორს დაიჭერს თავს. მასთან არ მოიწყენთ. ![]() ეს ფაქტია, მაგრამ მეტისმეტი პრაგმატიზმი შეიძლება, არ მოგეწონოთ. „ზორო” რეალისტია და ჭეშმარიტი მამრი. ჩვეულებრივი მამაკაცი: ის ძალიან ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული. სატრაბახო და თავისმოსაწონებელიც არაფერი აქვს. თითქოს ვერც განსაკუთრებულ ღირსებებს აღმოუჩენთ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი მამაკაცია, ნორმალური. ნაკლიც აქვს, ბუნებრივია. ისე, როგორც სხვას, უხარია და სწყინს ჩვეულებრივად. ებრძვის პრობლემებს, რა თქმა უნდა, რაღაცით გამორჩეული მაინც იქნება. მაგალითად, შეიძლება, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს, ან კულინარიული ნიჭი. ამას მერე აღმოაჩენთ. მით უმეტეს, თუკი შეგიყვარდებათ. პრინციპში, რატომ უნდა გინდოდეთ არაჩვეულებრივი მამაკაცი?! თავად ხომ სრულად ჩვეულებრივი ბრძანდებით და ვერანაირად ვერ აიტანთ, თქვენს არაჩვეულებრივ პარტნიორზე გაჩაღებულ კონკურსს. ასეთ გამორჩეულ მამაკაცებზე, ქალები გამორჩეულად ნადირობენ. გინდათ, მძაფრი კონკურენციის პირობებში იცხოვროთ? მაშინ ნუ ეძებთ განსაკუთრებულს. ![]() 75 3-ს მოსწონს
|