x
image
t.x.
აეროპორტში დააკავეს ტვირთი, რომელშიც 12 ადამიანის თავი იყო
imageაეროპორტში დააკავეს ტვირთი, რომელშიც 12 ადამიანის თავი იყო, ხოლო სხეულის ნაწილები ცალკე ყუთებში იყო ჩალაგებული. ეს ინციდენტი მოხდა ო"ჰარას აეროპორტში, ჩიკაგოში. ტვირთი ამერიკაში რომიდან ჩაიტანეს, წერს გაზეთი "Chicago Tribune".

გაზეთის მიხედვით, ეს ინციდენტი მოხდა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში, მაგრამ ფართო გამოხმაურება მხოლოდ ახლა მოჰყვა. ეს თავები იტალიაში სამეცნიერო გამოკვლევისთვის იყო გაგზავნილი, რის შემდეგაც თავები უკან დააბრუნეს ამერიკაში კრემაციისთვის.image

თავები ინახებოდა ყველანაირი ნორმების დაცვით და იყო როგორც წესი და რიგია, დანომრილი და მარკირებული. ტვირთის შემმოწმებლებს, არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ბარგს არ ეწერა, თუ სად "მიემგზავრებოდა".

სწორედ ამიტომ მოხდა ამ ტვირთის კონფისკაცია.


სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ამ ფაქტის გამოძიება. სპეციალისტებს ევალებათ გამოარკვიონ სად უნდა წავიდეს უჩვეულო ამანათი.

0
399
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0