ცოცხალი მუმია-ვალერია ლევიტინა.
39 წლის მოსკოველი ვალერია ლევიტინამ, რომელიც ამჟამად მონაკოში ცხოვრობს, პრესას თავის უიღბლო ცხოვრების შესახებ მოუთხრო.მოზარდი იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა.იქ მან ბევრი ახალი ნაცნობი გაიჩინა, არც მამაკაცებისგან აკლდა ყურადღება.ერთ დღეს, ერთმა სიტყვამ, ერთმა ფრაზამ სამუდამოდ შესცვალა მისი ცხოვრება, ვიღაცამ შენიშვნა მისცა წონასთან დაკავშირებით, რომ უკეთესია გახდეს.ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ საკვებზე უარი ეთქვა და გამხრადიყო.სიგამხდეზე დევნამ ანორექსიამდე მიიყვანა.(ავადმყოფობა, რის დროსაც პაციენტი კარგავს შიმშილის შეგრძნებას.)დღესდღეობით ვალერია სულ 25 კილოს იწონის და იკვებება მკაცრი დიეტოლოგიური სქემით.ვალერია იმედოვნებს, რომ სხვები არ დაუშვებენ გამოუსწორებელ შეცდომას, მის მაგალითს არ მიბაძავენ.
ვალერია 27 წლის ასაკში. ბოლო ფოტოგრაფია გახდომამდე.