x
image
აკაკი79
ამ ღამის ნისლი


ამ ღამის ნისლი..
შემოდგომის მილეულ ქუჩებს
თავის მისტიურ ბურუსში ახვევს
და ბუნდოვანი ანარეკლი,
სამყაროს სარკე“
თრთოლვით ირხევა..
თეთრი ლანდების შიშველ კისერზე
დატირებული ზაფხულის ცრემლი
ჩამოღვენთილი შავთეთრ მინაზე
ბნელის..
ნათელისს..
გასაყარის ციცქნა მიჯნაზე
თრთის და უბიწო სიყვარულით
მიწას ეხება,
ეამბორებაა
წარსულის მყუდრო ბედნიერება
მომავლის შიში..
აწმყოს ყრუ სევდა
ის თეთრი ღამე..
გიჟი და წმინდა,
გადარეული ვნებების დილა
მხურვალე კოცნით დახეთქილი
და დაქანცული სველი ტუჩები.
ახლაც ვრძნობ..
ახლაც სერავს მკერდს შენი სუნთქვა.
ცხელი ჰაერი,
უხილავი და გრძნობით სავსე
შენი თვალების ელვარე ცეცხლი
ოჰჰ როგორ მწვავდა
მაშინ მეგონა
რომ მსოფლიოს შენაირი არავინ ყავდა
სველი და ცივი
წამლეკავი ელდა ცხოვერბის
მძიმედ დაეშვა
ჩემი სულის ციცქნა კუნძულზე
დამთავრდა, მოვრჩიიი..
უფორო სწორედ მე შენს წამწამზე
მოცეკვავე ჩრილივით მოვკვდი.image


0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0