პარამეცნიერებები მოჩვენებებზე მონადირეები 2013, 14 იანვარი, 22:15 დღევანდელ დღეს მრავალრიცხოვანი მკვლევარები ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ სპეციალურ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს მოჩვენებათა შემსწავლელ მეცნიერებაში. იყენებენ ინფრაწითელ გამოსხივებას და სხვა ხელსაწყოებს, ისინი ბინის ყოველ კუთხე-კუნჭულს იკვლევენ, სადაც კერძო პირების მიერ მოჩვენებაა შემჩნეული. სკეპტიკოსების მტკიცების მიუხედავად, რომლებიც ფიქრობენ რომ საქმე ჰალუცინაციებთან აქვთ, და ყალბია თითქოს ეს ვარაუდები, ამ მკვლევარების სამუშაო დიდ ინტერესს იწვევს. 1987 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით ცამეტი პროცენტი ამერიკელებისა ამტკიცებენ რომ ნახეს მოჩვენება და თითქმის მესამედმა ფლორიდის შტატში გამოთქვა აზრი რომ მათ სჯერათ მოჩვენებების არსებობისა. და რაც ყველაზე უცნაურია გამოკითხვების ეროვნული აზრის კვლევის შედეგებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში აჩვენა რომ მათ ქონდათ კონტაქტი იმათთან ვინც უკვე გარდაიცვალა. ქვრივ ქალებსა და მამაკაცებს შორის კონტაქტის მქონეთა რაოდენობა გაიზარდა ორიმესამედით. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იდგეს ამ მტკიცებულებების უკან, აშშ-სთვის ეს საკითხი შეიძლება რომ აქტუალურად ჩაითვალოს. ჯერ კიდევ ძველ რომაელებს სწამდათ რომ მიცვალებულთა სულები შეიძლება დაბრუნდნენ და მეთვალყურეობდნენ ცოცხლებს.პირველი ოფიციალური კლუბი, რომელიც ეძებდა და იკვლევდა მოჩვენებებს დაარსებული იყო ინგლისში 1665 წელს. 1934 წელს გამოვიდა დჯ.ბ. რაინის მონოგრაფია, რომელშიც გადმოცემული იყო საკუთარი გამოცდილება და კვლევა ამ საკითხის გარშემო. 53 5-ს მოსწონს
|