x
image
lady.ge
როგორი იქნება 2013 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
image წლევანდელი წლის მმართველი შავი წყლის გველი გახლავთ, აქედან გამომდინარე იგი ყველაზე მეტად შეყვარებულ წყვილებს და ზოგადად (აქამდე) მარტოხელა ადამიანებს შეუწყობს ხელს. გველი ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეს და გონივრული რისკის გაწევას გვირჩევს. გაითვალისწინეთ რომ მას არ უყვარს ხმაურიანი სიტუაციები და ქაოსურობა, შესაბამისად შეეცადეთ რომ წლევანდელ წელს ყველა თქვენი ქმედება მეთოდური და კარგად დაგეგმილი იყოს.


ვერძებს წლის მეორე ნახევარში (განსაკუთრებით მათ ვინც აქამდე მარტოა) ახალი სასიყვარულო თავგადასავალი ელით, რომელიც ოჯახის შექმნით შეიძლება დასრულდეს.


კუროები იმიჯის შეცვლის საკითხით დაკავდებიან, რასაც სამსახურში წინსვლა ან ახალი თაყვანისმცემლების გამოჩენა მოყვება მათ ცხოვრებაში.


ტყუპებისთვის კარიერული წინსვლის და პროფესიული დონის ამაღლების წელია. გამორიცხული არაა რომ მივლინებით საზღვარგარეთაც მოგიწიოთ წასვლა.




კირჩხიბების უმრავლესობას ასტროლოგები ურჩევენ, ძველ კონტაქტებს გადახედონ და საკუთარი შეცდომების ასაღიარებლად იპოვნონ ძალა. ამ შემთხვევაში, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.



ლომებს გველის წელში წარმატება და აღიარება ელოდებათ კარიერულ სარბიელზე. თუმცა საიმისოდ რომ წარმატება უეჭველი იყოს, ლომებს თავის მხრივ ბევრი შრომა და თანდაყოლილი სიზარმაცის დაძლევა მართებთ!


ქალწულებისთვის 2013 წელი პროდუქტიული და პროფესიული წინსვლით გამორჩეული იქნება. ბევრ ქალწულს შესაძლებლობა მიეცემა სამსახურში გაცილებით უფრო მაღალ თანამდებობას მიაღწიოს და მატერიალური დონე გაიუმჯობესოს.



სასწორებისთვის 2013 წელი მკვეთრი ცვლილებებით და მოულოდნელი მოვლენებით იქნება სავსე. გამორიცხული არ არის თქვენ თავი, ამერიკულ ატრაქციონზე გეგონოთ, უცაბედი აღმასვლა და დაღმასვლა წლის მთავარი ტენდენციაა, ამას უნდა შეეგუოთ.



მორიელებისთვის წლის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებს მოიტანს. ბევრი მორიელი სექტემბერ-ოქტმბერში საკუთარ ურთიერთობას დააკანონებს საყვარელ ადამიანთან. მათ კი ვინც დაოჯახებულია, სასიამოვნო შვებულება ელოდება მეორე ნახევართან ერთად.


მშვილდოსნებს გველის წელი ლიდერობის საშუალაბას და თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს არაერთ სფერში. თუმცა ერთადერთი რაც მოგეთხოვებათ, ეს სიფრხილის გამოჩენა და წინდახედული საქციელია, ახალი შემოთავაზებების განხილვისას.


თხის რქებს წლის დასაწყისში ასტროლოგები კარგ დასვენებას და ძალების მაქისმალურად აღდგენას ურჩევენ, რადგან წლის მეორე დეკადა დიდ ფიზიკურ დატვირთვას და მუყაითი შრომის აუცილებლობას მოიტანს, რაც თავის მხრივ კარიერული წინსვლის შანსს მოგცემთ.



მერწყულებს საოჯახო საქმეები დააწვებათ ტვირთად წლის პირველ დეკადაში, თუმცა წლის მეორე ნახევარი მათთვის ახალი იდეების განხორციელების პერიოდი იქნება, რაც ოჯახურ ხლაფორთებს დიდი ხნით დაავიწყებს მათ.


თევზებს წლის დასაწყისში მოულდონელად დაწყებული რომანტიული თავგადასავალი ელით. თუმცა თქვენმა გადამეტებულმა ჭირვეულობამ შეიძლება ეს ისტორია ძალიან მალე დაამთავროს. წლის ბოლოს შესაძლოა სანათესაოს მხრიდან მცირედი ნერვიულობა შეგხვდეთ, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტება.

2
1943
5-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1943
  
2013, 9 იანვარი, 21:01
აუუ ყვლგან რატო წერია :D სამსახური სამსახური, სკოლა რო დაწერონ არა?? ან გვერდზე მაინც მიაწერონ
2013, 9 იანვარი, 19:11
ვერძებს წლის მეორე ნახევარში (განსაკუთრებით მათ ვინც აქამდე მარტოა) ახალი სასიყვარულო თავგადასავალი ელით, რომელიც ოჯახის შექმნით შეიძლება დასრულდეს.
0 1 2