საზოგადოება ვერა ქობალიას ახალი ცხოვრება. ვერამ მომავალი შვილის მამის ვინაობა გაამჟღავნა 2013, 8 იანვარი, 19:31 ვერა ქობალია ულამაზესი და უნიჭიერესი ადამიანი, ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ორსულადაა. მას შემდეგ, რაც ვერა ქობალიამ საკუთარი ორსულობის შესახებ განაცხადა, ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვის მამაზე უამრავი ჭორი გავრცელდა. ვერას მინისტრად დანიშვნამ ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ საზოგადოების ნაწილს ის როგორც მინისტრი მოსწონდა. 2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია დაბრუნდა საქართველოში და ამა წლის 2 ივლისს დაიკავა ამჟამინდელი თანამდებობა. „მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. შეიცვალა მთავრობა და შეიცვალა ვერა ქობალიაც. ვერა ქობალიას განცხადებით, მისი მომავალი შვილის მამა დავით კურცხალიაა. კურცხალია არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ის კერძო ბიზნესშია ჩართული და მათ ერთმანეთი გუდაურში, მეგობრების წრეში გაიცნეს. ქობალიას თქმით, ის მშობიარობას საქართველოში აპირებს. ქობალია ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის მეუღლეს დაშორდა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერა ქობალიას რომანი ჰქონდა მუსიკოს აჩიკო გულედანთან, თუმცა ეს ინფორმაცია თავად მუსიკოსმა არ დაადასტურა. 9732 5-ს მოსწონს 4-ს არა
|