x
image
ციცი
Mediator image
ჯასტინ ბიბერის ფოტოს შეწირული პაპარაცი
imageპაპარაცი ცდილობდა მომღერლისთვის ფოტოს გადაღებას, როდესაც მას მანქანა დაეჯახა.

მილიონობით გოგონას კუმირი, ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი, უნებლიეთ გახდა ფოტოკორესპონდენტის სიკვდილის მიზეზი.

პაპარაცი ცდილობდა გადაეღო ჯასტინ ბიბერის მანქანისთვის, Ferrari-სთვის ფოტო, რის გამოც იგი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. სწორედ ამ დროს მას მანქანა დაეჯახა.


როგორც ცნობილია, პოლიცია ამ დროს მომღერლის მანქანას ამოწმებდა. სწორედ ამ ფაქტის დაფიქსირებას ცდილობდა პაპარაცი, მაგრამ ეს მცდელობა მისთვის საბედისწერო გამოდგა. მძღოლი, რომელიც ფოტოგრაფს დაეჯახა ფხიზელი იყო. სხვათა შორის, ჯასტინ ბიბერი, ვისი ფოტოს გადაღების გამოც დაიღუპა პაპარაცი, იმ მომენტში მანქანაში არ იმყოფებოდა.


0
183
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0