x
image
ბესო დანელია
ახალგაზრდა ტრანსპორტი

imageძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მოტორით აღჭურვილი თოვლმავალი ისეთი, როგორიც ჩვენამდე მოვიდა და დღეს მსოფლიოს ნებისმიერ უხვთოვლიან ქვეყანაში თუ ზამთრის კურურტზე დიდი პუპულარობით სარგებლობს, პირველად XX საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა.
BRP (Bombardier Recreational Products) თოვლმავლების მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი კომპანიაა. კანადელმა 15 წლის ჟოზეფ-არმან ბომბარდიემ თავის ძმასთან ერთად პირველი თოვლმავალის გამოცდა XX საუკუნის 20-იან წლებში მოაწყო. თოვლმავალი ძმებმა "ფორდის" "რკინის ლიზის" ნაწილებისგან ააწყეს. პირველი გასეირნება წარმატებული აღმოჩნდა მათ დაახლოებით ერთი მილის გავლა შეძლეს (თუმცა ისეთი გრუხუნითა და ჰაერში მფრინავი რაღაც ნაწილებით, რომ ბომბარდიე-ოფროსმა მაშინვე კატეგორიულად მოითხოვა ამ "საშიში სათამაშოს" დაშლა და განადგურება). მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და მხოლოდ 60-იან წლებში გადაწყვიტა ბომბარდიემ საკუთარი ოცნების განხორციელება. მას სურადა აეგო მცირე ზომის, მოსახერხებელი, იაფი და ინდივიდუალური თოვლმავალი. პირველ ეგზემპლარს გააჩნადა ერთი მართვადი თხილამური, მაგრამ ეს მანევრირებისას საკმაოდ მოუხერხებელი იყო. ბომბარდიემ იცოდა, რომ გაზა წარმატებისკენ არ იქნებოდა მარტივი, ამიტომ ყოველი მომდევნო მოდელი რაღაცით უმჯობესდებოდა.
1958 წლის ბოლოს მოეწყო ბომბარდიეს ახალი თოვლმავლის გამოცდა რომელიც სწორედ წინა მოდელების შექმნისას დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით აიგო. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ჟოზეფ ბომბარდიემ სერიული წარმოებისთვის მზადება დაიწყო, 1959 წელს უკვე ორასზე მეტი მსუბუქი თოვლმავალი შეიქმნა. Ski-doo - ასე ერქვა ახალ მოდელებს. მათ ჰქონდათ მეტრ-ნახევარი სიგრძის ორი თხილამური, მუხლუხა კი მთლიანად რეზინის იყო. პირველი Ski-doo - 40კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა და ნახევარი მეტრის სიმამაღლის დაბრკოლების გადალხვაც შეეძლო. მისი ფასი 900-დან 1000 დოლორამდე მერყეობდა (რაც მაშინ საკმაოდ დიდი თანხა იყო). პირველი გამოშვების ყველა Ski-doo გაიყიდა და მომხმარებელთა დიდი რიგიც გაჩნდა.

image

image

2
32
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
32
  
2012, 30 დეკემბერი, 11:13
მადლობა!
2012, 30 დეკემბერი, 11:12
ბატონო ბესო, კარგი სტატიაა, როგორც ყოველთვის!
0 1 2