x
image
nukrichanturia
მცენარე, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა. ყავა
image თანამედროვე მსოფლიო ყოველდღე ყავის მაცოცხლებელ არომატს შეიგრძნობს.

მცენარე, რომელიც ასე ახლობელი გამხდარა დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის, ძალიან საინტერესო ისტორიის მატარებელია.

ყავა ბრაზილიასთან ასოცირდება, თუმცა ყავას ბრაზილიამდე ძალიან გრძელი გზა აქვს გავლილი.

ამ მეტად საჭირო მცენარის ისტორია ეთიოპიის მთიანეთში, ველური ყავის სამშობლოდან იღებს სათავეს. ისე, თუ როდის დაიწყეს მოხალული ყავის გამოყენება, უცნობია.


მეთხუთმეტე საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე ყავა უკვე მოყავდათ. მალე, თესლის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, ჰოლანდიელები ყავის პლანტაციებს აშენებდნენ ცეილონზე და აიავაზე. მათივე წყალობით 1706 წელს ყავის ნორჩი ხე აივადან ამსტერდამში ჩაიტანეს. აქედან ის წაიღეს ჰოლანდიის კოლონიებში - სურინამსა და კარიბის კუნძულებზე. 1714 წელს ამსტერდამის მერი საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ჩუქნის ყავის ნერგს, მას პარიზში ჩამოაქვს და სამეფო ბაღის "ჟარდენ-დე-პლანტის" ორანჟერიაში რგავს.

მე-17 საუკუნეში, როდესაც ევროპაში პირველად შეიტანეს ყავა, ზოგი კათოლიკე მღვდელი მას სატანის სასმელს უწოდებდა. "რომის პაპმა კლიმენტ მეერვემ გასინჯა ეს სასმელი და მისი მოყვარული გახდა", - ნათქვამია წიგნში "ყავა". მან ყავასთან დაკავშირებული დილემა იმით გადაჭრა, რომ "ის" მონათლა და ამგვარად კათოლიკეებისთვის მისაღები გახდა.image დღეს 25 მილიონზე მეტ საოჯახო მეურნეობას დაახლოებით 80 ქვეყანაში 15 მილიონი ყავის ხე აქვს გაშენებული, მათი ნაყოფი კი ხვდება 2, 25 მილიონ ყავის ფინჯანში, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობა ყოველდღიურად მიირთმევს.image



0
96
10-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0