სხვა ქვეყანა, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ყველაზე ბევრი შოკოლადის მაღაზიაა 2012, 21 დეკემბერი, 18:08 ბელგიის სამეფო დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მისი მოსაზღვრე ქვეყნები - ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ ბელგიის კულტურასა და ტრადიციებზე. ბელგია სამენოვანი ქვეყანაა, რაც იმას, რომ ქვეყანაში სამი სახელმწიფო ენაა - ფრანგული, გერმანული და ნიდერლანდული. ბელგიის ეროვნული ვალუტა ევროა, თუმცა 2002 წლამდე მიმოქცევაში მხოლოდ ბელგიური ფრანკი იყო. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბელგიაში ფასები დაბალია. სასტუმროს ნომრის ღირებულება 25 ევროდან იწყება. ასე, რომ თუ ფული შემოგაკლდათ, ღია ცის ქვეშ ნამდვილად არ დარჩებით. ბელგია შოკოლადის ქვეყანად ითვლება. შოკოლადის ქვეყანაში ეროვნულ სამზარეულოზე მეზობელი ქვეყნების გავლენა აშკარაა. ცნობილია, რომ ბელგიური შოკოლადი წლების განმავლობაში ჩემპიონების საჭმელად ითვლებოდა. ყოველწლიურად ქვეყანაში 175000 ტონა შოკოლადს ამზადებენ. ეროვნული კერძები ძირითადად თევზისა და ხორცისგან მზადდება. ასე, რომ ვეგეტარიანელებს ნაკლებად გაუმართლათ. მათზე გათვლილი რესტორნები თითქმის არ არსებობს. ზაფხულობით ბელგიის სხვადასხვა ქალაქში უამრავი ფესტივალი იმართება, რომელთაგან აღსანიშნავია "ტკბილი ცხოვრების" ფესტივალი ქალაქ ბრიუგეში. ამ დროს იქ თავს იყრიან შოკოლადის მოყვარული ტურისტები. ბრიუგეში ერთ კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი ტკბილეულის მაღაზიაა. ბელგიაში მათ არა მაღაზიებს, არამედ ატელიეებს უწოდებენ, რადგან შოკოლადი იქვე მზადდება, სადაც იყიდება. ფესტივალზე შოკოლადისაგან ქანდაკებებს აგებენ, ხოლო ნარჩენებს მაყურებლები მიირთმევენ. იქვე შესაძლებელია შოკოლადის ყვავილების ყიდვა. ბელგიაში მიიჩნევენ, რომ შოკოლადის ნაწარმს შეიძლება სხვადასხვა ფორმა და არომატი ჰქონდეს, თუმცა აუცილებლად კაკაოსგან უნდა მომზადდეს. 263 7-ს მოსწონს
|