საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს და ისინი ცდილობენ ყველაფერი ასე ვთქვა შეცვალონ და საქართველო უკეთესს გზაზე დააყენონ. ჯერ რამოდენიმე თვეა რაც "ქართული ოცნება" მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში და უკვე ბევრი რამ შეცვალეს.
ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს? ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს. არის თუ არა დღეს დროშის შეცვლის საჭიროება? ასევე გავრცელებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა მარტო საქართველოს დროშა იცვლება, არამედ გერბიც და ჰიმნიც.
"სამწუხაროდ, დღევანდელი სიმბოლო, ხუთჯვრიანი დროშა, პარლამენტს არ მიუღია, რადგან 2004 წლის იანვარში პარლამენტი არ გვყავდა. შევარდნაძის დროინდელ პარლამენტს 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება, 2004 წლის იანვარში კი ნაციონალებმა ვადაგასული პარლამენტარები შეყარეს და ძალით მიაღებინეს ის სიმბოლო, რომელიც დღეს ასოციაციას იწვევს ნაცმოძრაობასთან." - განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.
ასევე ავთანდილ კახნიაშვილი ამბობს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობამ არ იცის თავისი ქვეყნის დროშის შინაარსი. ასევე ავთანდილი თვილს, რომ საქართველოს ჰიმნიც შესაცვლელია, რამდენადაც მასში არ არის ნახსენები "საქართველო"..
"როგორ შეიძლება ჰიმნში არ იყოს ნახსენები ქვეყანა?! "დიდება თავისუფლებასო", - "თავისუფლების ინსტიტუტს" უმღერიან თუ საქართველოს? სად ჩანს საქართველო? მსოფლიოში ყველა ქვეყნის ჰიმნში ქვეყნის სახელწოდება ნახსენებია." - განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.