x
image
Guns N Roses
გიგა ბოკერიას განცხადება ივანიშვილის მიმართ.

imageგამარჯვებული მხარეს "ქართული ოცნების", კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ოპოზიციური ძალა განაგრძობს დემოკრატიის ღირებულებების დაცვას, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნების" ლიდერის დღევანდელი განცხადებები გააკრიტიკა, რომელიც მისი შეფასებით შესაძლოა გამარჯვების ეიფორიის ბრალიც იყოს.

მინდა შევახსენო გამარჯვებულ ძალას, ბატონ ივანიშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება და იმედი მაქვს, ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები.

ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა ივანიშვილი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, თუმცა თუ ვინმეს კრიზისის შექმნა და კონსტიტუციური წყობილების მოშლა უნდა ეს სახიფათო არჩევანია.

ბოკერიას განცხადებით, იმის მიუხედავად, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მოსწონს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, მას პატივი უნდა სცეს ვინაიდან სწორედ ამ კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა. მისივე თქმით, ერთის მხრივ, როგორც მნიშვნელოვანია ამომრჩევლის უმრავლესობის გადაწყვეტილების პატივისცემა, ასევე იმ პროცედურების პატივისცემა, რომლებიც ახალი მთავრობის და პარლამენტის ჩამოყალიბებას აქვს.



3
4131
15-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
4131
  
2012, 4 ოქტომბერი, 13:56
მალე მოგეხაზებათ ნაცებს
2012, 3 ოქტომბერი, 11:13
მართალია ეს კაცი
2012, 3 ოქტომბერი, 0:06
რიტ ვერ გაიგეს რო დამთავრდა ამათი დრო :D
0 1 3