x
image
Guns N Roses
ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეო მასალა გავრცელდა

imageკახეთის საინფორმაციო ცენტრი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს.
დაცვის მხარის განმარტებით, ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის ბრძანების გარეშე, უკანონოდ ხორციელდებოდა. "გუშინ გასაჯაროვდა უკანონო ჩანაწერები, რომელიც განხორციელებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ, დღეს ბაჩო ახალაიას ადვოკატები მოვინახულებთ, ამის შემდეგ კი გავაკეთებთ განცხადებას, თუ რატომ იყო აღნიშნული ჩანაწერები უკანონო და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ხდება ვიდეო და აუდიო ჩაწერა, აღნიშნულს სასამართლო ბრძანება სჭირდება, თუმცა მსგავსი ბრძანება ამ შემთხვევაში არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერი არის უკანონო", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

„თუ მის შეხვედრებს ადვოკატთან ისმენდა ვინმე და ეს დაფიქსირებულია და ამის მტკიცებულება არსებობს, ეს ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზული დარღვევაა, იმიტომ, რომ არსებობს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და ამის კონფიდენციალურობის უფლება, რაც, არავინ არ უნდა დაარღვიოს. შესაბამისად, ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

წყაროს ინფორმაციით, მასალა შეიცავს ახალაიას ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას.
ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი.





0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0