x
image
Guns N Roses
გიგი უგულავა დააპატიმრეს. 24 საათის შემდეგ გიგი უგულავა 4 წლით 6 თვით დააპატიმრეს

image
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერს გიგი უგულავას თბილსერვისის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმის გამო, რომ რამდენიმე მუხლი ამნისტირებულია უგულვას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
ამავე სისხლის სამართლის რიყის ეპიზოდში, სასამართლომ გიგი უგულავა გაამართლა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გამოცხადების პროცესს არ დასწრებოდა გიგი უგულავა და მისი მხარდამჭერები.
უგულავას სასამართლო პროცესი დღეს 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დედაქალაქის ყოფილი მერის უფლებადამცველების შუამდგომლობა პროცესის 1 კვირით გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა გიგი უგულავამ არ ისარგებლა საკუთარი უფლებით პროცესზე და ბოლო სიტყვაზეც უარი განაცხადა.




"2016 წელი არის ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმალური ვადა" - ამ სიტყვებით მიმართა გიგი უგულავამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს 2016 წელს მშვიდობიანი საარჩევნო გზით ჩამოაშორებენ ქვეყანას.
„ჩვენ ბეჭებზე დავდეთ ივანიშვილი და მისი უმეცარი ხელისუფლება, ეს ორი დღე მთელ საქართველოს დაუდასტურეს, რომ მათ ქვეყანაში არსებული პრობლემები არ ანაღვლებთ გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ჰყავდეთ ციხეში, სხვანაირად ვერ აიხსნება ის აღვირახსნილი ისტერია, “ - აცხადებს გიგი უგულავა.


ნაციონალური მოძრობა პროტესტის ნიშნად დარბაზში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გიგი უგულავას მხარდამჭერებს განუცხადა. როგორც ბოკერია ამბობს, რამდენიმე წუთში მოხდება უგულავას ისევ დაკავება, რადგან ასეთი მოთხოვნა ივანიშვილის პერსონალური მოთხოვნა გახლავთ.
„ცდილობენ სწრაფად დააბრუნონ ციხეში, რადგან ამას ივანიშვილისთვის აქვს პერსონალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ მას გონია რომ ყველა მიმართულებით არსებულ კრახს და კატასტროფას დააბალანსებს პოლიტიკური დევნით და ინსტიტუტების დანგრევით და ასე შეინარჩუნებს ძალაუფლებას, “ - აცხადებს გიგა ბოკერია.




0
247
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0