საზოგადოება მე ვიცი რა მოხდება 21 დეკემბერს. 2012, 18 დეკემბერი, 16:59 ამ დღეს ვიღაცა დაიბადება, ვიღაცა მოკვდება, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას გაუხარდება, ვიღაც ვიღაცას ეჩხუბება, ვიღაცა ვიღაცას შეურიგდება, ვიღაცა იტირებს, ვიღაცა იცინებს, ვიღაცას განშორების სევდა შეიპყრობს, ვიღაცას შეხვედრის სიხარული აიტაცებს, ვინმე თავის დაბადების დღეს აღნიშნავს, თავის თუ არა სტალინისაც მაინც, ჰო, კიდევ ამ დღეს ჩვენი პრეზიდენტი 45 წლის ხდება...... გათენდება 22 დეკემბერი, დილით სადარბაზოში ისევ შემომეგებება კუდმოჭრილი კატა კნავილით, მეეზოვე ისევ ჩაიბუღტყუნებს:"აქ, ხომ ხალხი არ ცხოვრობს, ღორები არიან..", მაღაზიასთან ისევ დამხვდება ატუზული ლოთი კუკურა:"აუ, "პახმელიაზე" ვარ ძმურად ერთი 20 კაპიკი გექნება რა..."და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულებრივად. ავტორი:არაჩანდა 151 13-ს მოსწონს
|