საზოგადოება ნიკა გრიგოლია და სიკო ჭუმბურიძე "კომედი შოუდან" გაუშვეს 2012, 17 დეკემბერი, 11:22 ოპტიმიზაციის დროს შეიძლება კრიზისმენეჯმენტის საფრთხის წინაშე დადგე. შეიძლება ძვირად ღირებული მსახიობი შეცვალო ნაკლებად ღირებულით და ამან გაამართლოს. ამით ახსნა კომედი არხის გენერალურმა მენეჯერმა, ალეკო მალხაზიშვილმა თანამშრომლების დათხოვნა. ნიკა გრიგოლიას გაშვებაზე ადრეც იყო საუბარი, მაშინ როდესაც კომედი შოუ მართლა დატოვეს ამიკო ჩოხარაძემ, თემო მჟავიამ და ლევან გოგორელიანმა. მაშინ ამიკომ განაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ თავიანთ გადაცემებს და რომელი ტელეკომპანიაც მეტს გადაიხდის, პროექტსაც მას მიჰყიდიან. ”რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზად მსახიობები ”განვითარებისა” და ”უკეთესი საქმის” კეთების სურვილს ასახელებენ. ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს, რომელმაც განგვიცხადა, რომ არხზე მხოლოდ გასართობი შინაარსის გადაცემის გაკეთება არ იგეგმება. ”პირდაპირ გასართობი შოუები არ იქნება. ჩვენ ვგეგმავთ გავაკეთოთ პოლიტიკური სატირა, რომელიც ჯონ სტიუარტის გადაცემა Daily Show-ს მსგავსი იქნება, რაც Comedy Central-ზე გადის. ნიკა გრიგოლია მაშინ არ გადავიდა სხვა ტელევიზიაში. ასევე ამბობენ, რომ ნიკა ადრეც დაითხოვეს უდისციპლინობის გამო ჯგუფიდან, მაგრამ ის ბაჩო ახალაიამ დააბრუნაო. ამ საკითზე ალეკო მალხაზიშვილმა ისაუბრა: ახალაიასთან მეგობრობა არაფერ შუაშია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ნიკა "კომედი ჯგუფიდან" გავუშვით, არც მაშინ ვწყვეტდით ურთიერთობას მასთან, როგორც ჩვენს მეგობართან. როცა ამიკო, ფაქო და მჟავია წავიდნენ არხიდან, ნიკა გრიგოლიას დაბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ ერთად მივიღეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ აიგივებთ ამ ყველაფერს პოლიტიკასთან. ეს არის მხოლოდ ბიზნესი. ერთი სიტყვით "კომედი შოუში" მაყურებელს დააკლდება ალბათ ბევრისთვის საყვარელი ორი მსახიობი, ნიკა გრიგოლია და სიკო ჭუმბურიძე. იმედია მათ სხვა პროექტებში ვიხილავთ. 3468 12-ს მოსწონს 2-ს არა
|