x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს მარინა ბერიძე

image მარინა ბერიძემ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორმა 2012 წლის 13 მაისს შეავსო. მარინა ბერიძე დაიბადა 1948 წლის 21 მაისს თბილისში. ჰყავს მეუღლე ევგენი ლალიაშვილი - დაბადებული 1949 წლის 15 მაისს. ევგენი ლალიაშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი წავკისში, რომლის ფართობი 2000კვ.მ -ს შეადგენს. ცოლ-ქმარის საცხოვრებელი ფართის შესახებ, ინფორმაცია არ არის მოცემული. მარინა ბერიძე არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას "რესპუბლიკა" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 10000 ლარი ერიცხებოდა. მარინა ბერიძეს თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 20018 ლარი ერიცხებოდა, ხოლო ამავე ბანკის შემნახველ ანაბარზე 14102 ლარი ჰქონდა. მას ასევე "თი-ბი-სი" ბანკის "ვიზა გოლდ" ბარათზე 4290 ევრო და 2508 დოლარი ერიცხებოდა. როგორც ხედავთ, ქალბატონი მარინა ფულის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დეკლარაციის მიხედვით, მარინა ბერიძეს არ აქვს ხელთ ნაღდი ფული, რომელიც აღემატება 4000 ლარს. მარინა ბერიძე და მისი ოჯახის არცერთი წევრი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მის შემოსავალს. როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი მარინა "რუსთავი 2"-ში მუშაობდა. იგი გახლდათ მუსიკალური პროდიუსერი. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ ამ პოსტზე 52500 ლარი შეადგინა. ხოლო სამინისტროში მუშაობისას, მისი ანაზღაურება წელიწადში 32550 ლარი გახლდათ. image

0
2608
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0