x
image
ციცი
Mediator image
ქეთა თოფურია გათხოვდა

image

ქეთა თოფურიას გათხოვების შესახებ ცნობილი გახდა ალა პუგაჩოვას საახალწლო გადაცემის, "საშობაო შეხვედრების" ჩაწერის დროს, სადაც ქეთაც იღებდა მონაწილეობას. მან ქორწინების შესახებ თვითონ განაცხადა. მისი ქორწილი გაიმართა საიდუმლოდ და მას მხოლოდ ქეთას ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.image

"ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობართა წრეში გავიცანით, მაგრამ მაშინ ჩვენ ორივე დაკავებული ვიყავით. ამიტომ თავიდან მხოლოდ ვმეგობრობდით. ხოლო გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ ისე მოხდა, რომ მე დავშორდი ჩემს მეგობარ ბიჭს, ლევი კი თავის მეგობარ გოგოს და..."-ეს ინტერვიუ მისცა ქეთამ StarHit-ის ჟურნალისტს.

image
ქეთას მეუღლე ებრაელი მილიონერი ბიზნესმენი, ლევ გაიხმანია. იგი ქეთაზე 12 წლით დიდია. მათი ურთიერთობა უკვე სამი წელია რაც გრძელდება და ქორწილით დაგვირგვინდა.image

"-მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი ასაკობრივი სხვაობა, მე მგონია რომ ეს ასეც უნდა იყოს-ამბობს მომღერალი-თანატოლებთან არასოდეს არ გამომდიოდა ურთიერთობა, და საერთოდაც დიდი ასაკის მამაკაცებთან მეგობრობა უფრო გამომდის, ვიდრე ჩემი ასაკის ბიჭებთან, ამის ნათელი მაგალითია ჩემი ჯგუფი, სადაც მე ვმღერივარ. ლევი ისევე ზრუნავს ჩემზე, როგორც ურთიერთობის დასაწყისში-ყვავილები, საჩუქრები და ბევრი ყურადღება! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას იუმორის გრძნობა გააჩნია."


ბედნიერება ვუსურვოთ ქეთას!




0
509
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0