შოუბიზნესი ქეთა თოფურია გათხოვდა 2012, 14 დეკემბერი, 12:38 ![]() ქეთა თოფურიას გათხოვების შესახებ ცნობილი გახდა ალა პუგაჩოვას საახალწლო გადაცემის, "საშობაო შეხვედრების" ჩაწერის დროს, სადაც ქეთაც იღებდა მონაწილეობას. მან ქორწინების შესახებ თვითონ განაცხადა. მისი ქორწილი გაიმართა საიდუმლოდ და მას მხოლოდ ქეთას ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ![]() "ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობართა წრეში გავიცანით, მაგრამ მაშინ ჩვენ ორივე დაკავებული ვიყავით. ამიტომ თავიდან მხოლოდ ვმეგობრობდით. ხოლო გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ ისე მოხდა, რომ მე დავშორდი ჩემს მეგობარ ბიჭს, ლევი კი თავის მეგობარ გოგოს და..."-ეს ინტერვიუ მისცა ქეთამ StarHit-ის ჟურნალისტს. ![]() ქეთას მეუღლე ებრაელი მილიონერი ბიზნესმენი, ლევ გაიხმანია. იგი ქეთაზე 12 წლით დიდია. მათი ურთიერთობა უკვე სამი წელია რაც გრძელდება და ქორწილით დაგვირგვინდა. ![]() ბედნიერება ვუსურვოთ ქეთას! 510 8-ს მოსწონს 2-ს არა
|