x
image
jango
რუსთავი 2 -ის თანამშრომლები გაიფიცნენ

imageტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში პრობლემებია. არსებული ინფორმაციით, არხის კორესპონდენტები გაიფიცნენ და დღეს დილიდან გადაღებებზე გასვლაზე უარი თქვეს. რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობისგან არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი, თუ რას უკავშირდება კორესპონდენტების დღევანდელი პროტესტი. დილიდან ჟურნალისტები არც ერთ დაანონსებულ ღონისძიებაზე არ გამოჩენილან.გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიას აღნიშნული დაფინანსების წყარო მოესპო. ალბათ, გაუქმდა მანამდე პრესაში არაერთხელ აღწერილი სქემაც, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის კურატორი მაღალჩინოსნები ბევრ ბიზნესკომპანიას ტელეკომპანიაში რეკლამის მიტანას ურჩევდნენ ტელეკომპანიის ერთ-ერთ მთავარ მეწილეს, გიორგი ყარამანაშვილს კი არსებული ინფორმაციით, ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ "რუსთავი 2" ათეულობით მილიონ ლარიან დოტაციაზე დასვას. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეკომპანიის ერთ-ერთმა სახემ დავით კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ყარამანაშვილმა თანამშრომლებთან შეხვედრისას თქვა "რუსთავი 2" ბიზნესპროექტი უნდა იყოსო. მისივე თქმით, ტელეკომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტი ახლა მუშავდება. "რუსთავი 2-ის" შენობასთან შეკრებილი სხვადსხვა მედიასაშუალებების
წარმომადგენლები ამ დრომდე ელოდებიან "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური კომენატრის გაკეთებას.




1
1533
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
1533
  
2012, 13 დეკემბერი, 18:36
ეს ხომ მთავრობის ტელევიზიაა? რა ფული ეყოფათ ნაცებს, მილიარდებს ხარჯავენ ლობისტებში და თავისი ხალხისთვის როდის ეცალათ ეხლა რომ მოიცალონ?
0 1 1