x
image
nukrichanturia
კახა ბენდუქიძის ქონება

image კახა ბენდუქიძემ თავისი დეკლარაცია, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 2004 წლის 30 ივნისს შეავსო. კახა ბენდუქიძე დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს თბილისში. მისი მეუღლე, ნატალია ზოლოტოვა დაიბადა 1957 წლის 18 აგვისტოს მოსკოვში. ახლა რაც შეეხება მის ქონებას. დეკლარაციის შევსების დროს, კახა ბენდუქიძეს საკუთრებაში იყო ბინა მოსკოვში, რომელიც 2004 წლის მონაცემებით 444000 ლარად იყო შეფასებული. ნატალია ზოლოტოვას მფლობელობაში იყო ბინა მოსკოვში, რომელიც 160000 ლარად იყო შეფასებული. კახა ბენდუქიძე ფლობდა ფასიან ქაღალდებს, მაგრამ მხოლოდ ერთ აქციას, რომელიც 10000 რუბლად იყო შეფასებული. ახლა კი, რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, კახა ბენდუქიძეს მოსკოვის სამრეწველო-სავაჭრო ბანკის დეპოზიტზე 170 მილიონი რუბლი ერიცხებოდა. ნატალია ზოლოტოვას ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 110 მილიონი რუბლი ერიცხებოდა. როგორც ჩანს, ბატონი კახას მეუღლეც არ უჩიოდა ფულის ნაკლებობას. ამავე დროს კახა ბენდუქიძს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 50000 დოლარის ოდენობით, ხოლო ნატალია ზოლოტოვას 40000 დოლარის ოდენობით. კახა ბენდუქიძის საკუთრებაშია შპს "აფანასევსკი 7", შპს "ოსნოვნიე ინვესტიციი" და მრავალი სხვა კომპანიები. image

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, საცხოვრებელი სახლის შესახებ, რომელიც ბატონ კახას 8 მილიონი ლარი დაუჯდა.

იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი ადამიანის ქონებრივი მდგომარეობა გაინტერესებთ. შევეცდები უმოკლეს ხანში შევასრულო თქვენი თხოვნები.


0
751
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0