სხვა როგორ "დაგლიჯა" პეკინესმა დათვი 2012, 9 დეკემბერი, 10:37 პატარა ძაღლები ხშირად მშიშრები, უსუსურები, ბოროტები და ბოღმიანები, საერთო ჯამში უსარგებლონი არიან. სწორედ ასე მიაჩნია ბევრ კინოლოგს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ზოგიერთი ფინია თავის პატრონს ისეთი მტრისაგან იცავს, როგორიც დათვია.
ამას წინათ რუმინეთში საინტერესო შემთხვევა მოხდა: პატარა პეკინესმა მეცხვარე გადაარჩინა, რომელსაც თავს დათვი დაესხა.
როცა რუმინელმა მისკენ მიმავალი უშველებელი დათვი დაინახა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ფეხი დაუცდა, დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო. მაშინვე ლოცვა დაიწყო, თუმცა მისი ჩურჩული ძაღლის ხმამაღალმა ყეფამ დაჩრდილა. როცა დათვი უკვე მსხვერპლის გასაფატრავად ემზადებოდა, საქმეში პაწაწინა პეკინესი ჩაერია. "მამაცი ძაღლი დათვს ეცა და მისი ყურადღება თავისკენ გადაიტანა, - ჰყვებოდა მოგვიანებით თავისი პატრონი, - უფრო მეტიც, ტყისკენ გაიქცა და დათვიც იქით გაიტყუა".
იმ დროისთვის მეცხვარემ გარკვეულ მანძილამდე გახოხება შეძლო და როგორც კი საფრთხეს გაერიდა, თავისი ძაღლის გამოტირებას შეუდგა. მისდა გასაოცრად, ცოტა ხანში პეკინესი შინ დაბრუნდა- ცოტა გაბინძურებული, თუმცა მთელი და უვნებელი. პატრონი მხიარულად გალოკა და კვლავ ყეფას შეუდგა - სხვა ადამიანებს უხმო საშველად.
საინტერესოა, რომ მას შემდეგ ის დათვი იქ არავის უნახავს. მეცხვარე დღემდე ამტკიცებს, რომ, როგორც ჩანს, ძაღლმა დათვი ტყეში გაიტყუა და სიცოცხლეს გამოასალმა. 177 4-ს მოსწონს 1-ს არა
|