შოუბიზნესი ლინდსი ლოჰანი დღეში ორ ბოთლ არაყს სვამს 2012, 8 დეკემბერი, 13:04 ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი, ლინდსი ლოჰანი, ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ განთავისუფლებულიყო ალკოჰოლიზმისა და ანტიდეპრესანტებისაგან, ისევ "აიწყვიტა". როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ლოჰანი ეხლა უფრო მეტად არის დამოკიდებული სასმელზე, ვიდრე მანამდე იყო და გაცილებით მეტს სვამს. ამბობენ რომ ფინანსური პრობლემების გამო, იგი დღეში ორ ლიტრ არაყს სვამს. იგი დილიდან იწყებს დალევას და აგრძელებს მთელი დღის განმავლობაში. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვარსკვლავი კი უამრავ არასასიამოვნო სიტუაციაში ეხვევა. შედეგად კი, ლინდსი ლოხანი კვლავ დააპატიმრეს ჩხუბის გამო, თუმცა იგი ისეთ მდგომარეობაში იყო, არც კი ახსოვს ჩხუბის დეტალები 73 4-ს მოსწონს
|