სხვა როლანდ ახალაიას ქონება 2012, 2 დეკემბერი, 0:43 როლანდ ახალაიამ, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 8 მაისს შეავსო. როლანდ ახალაია დაიბადა 1950 წელს ხობში. მისი მეუღლე ნანა გაბედავა დაიბადა 1950 წელს ჩხოროწყუში. ნანა გაბედავას მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი 123.0 კვ. მ-ს შეადგენს. ნანა გაბედავა, ასევე ფლობს, მიწის ნაკვეთს ზუგდიდში. როლანდ ახალაიას საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ხობში, რომლის ფართობი 3000 კვ.მ -ს შეადგენს. დეკლარაციის შევსების დროს, როლანდ ახალაიას სახელფასო ანგარიშზე 6016 ლარი ერიცხებოდა ბანკ რესპუბლიკაში. ამ დროისთვის მას ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული, რომელიც 21000 ლარს შეადგენდა. მას და მის ოჯახის წევრებს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საანგარიშო ერთი წლის განმავლობაში მისმა ხელფასმა სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის პოსტზე 94560 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში, ასევე აღნიშნულია სახლის რემონტი, რომელიც ბატონ როლანდს 8000 ლარი დაუჯდა. 1346 4-ს მოსწონს
|