x
image
nukrichanturia
გოკა გაბაშვილის ქონება

image გოკა გაბაშვილმა ბოლო დეკლარაცია 2012 წლის 21 მაისს შეავსო. იგი 1976 წელსაა დაბადებული. ჰყავს მეუღლე, ირინა კლდიაშვილი და შვილი თინათინ გაბაშვილი. გოკა გაბაშვილის საკუთრებაშია 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გლდანში. ასევე მის საკუთრებაშია 78.0 კვ.მ-ის მქონე ბინა თბილისში. ირინა კლდიაშვილის მფლობელობაშია აგარაკი ბაკურიანში. გოკა გაბაშვილის მფლობელობაშია ავტომობილიimage hunday tuscon.

მას საკუთრებაში არ აქვს ფასიანი ქაღალდები. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს მას ტაოპრივატბანკში 4700 ევრო, თი-ბი-სი ბანკში კი 30000 ლარი ერიცხებოდა. მან როგორც პარლამენტის წევრმა ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 69009 ლარი აიღო.

ირინა კლდიაშვილი გახლავთ თბილისის 21-საჯარო სკოლის პედაგოგი, სადაც მისმა შემოსავალმა ერთი წლის მანძილზე 7888 ლარი შეადგინა. ასევე იგი გახლავთ საქართველოს სამარიტელთა კავშირის დირექტორი, მან ამ საქმიანობისთვის 11384 ლარი აიღო.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია ფერწერული ტილოს შესახებ, რომელიც გოკა გაბაშვილმა 40000 ლარად გაასხვისა.


1
1107
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1107
  
2012, 1 დეკემბერი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1