საბუნებისმეტყველო სენსაცია!!! ადამიანს შეუძლია გაიგოს როდის მოკვდება 400 ფუნტ სტერლინგად (მეცნიერული მეთოდი). 2012, 29 ნოემბერი, 19:35 რომ შეგეძლოთ გაიგოთ როდის გარდაიცვლებით გააკეთებდით ამას? სასხლის ანალიზის ახალი მეთოდიკა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ზუსტად გავიგოთ როდის მოვკვდებით. ![]() ![]() ტელომერების შემოკლების სისწრაფეზეა დამოკიდებული ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ადრე ითვლებოდა, რომ ტელომერები ერთნაირად მოკლდებოდა ყველა ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამინს უფრო გრძელი ტელომერები აქვს და ის უფრო დიდხანს ცოცხლობს. ![]() ბიოლოგიური და კალენდარული ასაკი: კალენდარული ასაკი ეს არის მიმდინარე ასაკი წლებში. ბიოლოგიური ასაკი კი განისაზღვრება უჯრედულ დონეზე, რომელზეც მოქმედებს კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესი და სხვა ფაქტორები. თუ თქვენ აქტიურ ცხოვრებას მისდევთ სავარაუდოდ ბიოლოგიურად უფრო ახალგაზრდები იქნებით ვიდრე ქრონოლოგიურად. არსებობს რამოდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბერდებით: ![]() გამომდინარე იქედან, რომ ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად მოქმედებს ბიოლოგიურ ასაკზე, არსებბობს რამოდენიმე ხერხი იმისა, რომ შევანელოთ დაბერების პროცესი: რაციონში დაამატეთ მეტი ოდენობით ხილი და ბოსტნეული; თავი აარიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებს; დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი დღეში; ივარჯიშეთ, ისეირნეთ; თავი აარიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს; გააკონტროლეთ სტრესის დონე; უარი თქვით მოწევაზე და შემცირეთ ალკოჰოლის მიღება. 1774 18-ს მოსწონს 1-ს არა
|