x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
26 ნოემბერი ნიუ-იორკის ისტორიაში სამუდამოდ შევა.

2012 წლის 26 ნოემბერი ნიუ-იორკის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ღირშესანიშნავი დღე.ამ დღეს მსოფლიოს უმსხვილეს მეგაპოლისში არ დაფიქსირდა არცერთი კრიმინალური დანაშაული.ამის შესახებ 29 ნოემბერს განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის მოადგილემ პოლ ბრაუნმა."ამ დღეს ჩვენმა თანამშრომლებმა არ დააფიქსირეს არცერთი მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა თუ მუქარა, ასეთი რამ პირველად მოხდა თანამედროვე ნიუ-იორკის პოლიციაში"-განაცხადა მან.ბრაუნმა დაამატა, რომ ქალაქში მკვლელობის კოეფიციენტი მკვეთრად დაეცა და გაუტოლდა 1960 წლის მონაცემებს."წინა წელთან შედარებით მკვლელობებმა 23%-ით იკლო, ამ დროისთვის 366 მკვლელობის შემთხვევაა, 2011 წელს კი 472 იყო".ყველაზე ბევრი მკვლელობა ნიუ-იორკში 1990 წელს დაფიქსირდა- 2 245 შემთხვევა.თუმცა ქალაქში დანაშაულმა მთლიანობაში 3%-ით იმატა, ძირითადად წვრილი ქურდობა-მობილური ტელეფონების და სხვა ტექნიკის მოპარვის ხარჯზე.image

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0