x
image
nukrichanturia
მეოთხედ გამოქცეული პატიმარი

image ბელგიის ციხიდან უკვე მეოთხედ გაიქცა ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც, როგორც ჩანს, დახურულ სივრცეს ვერ ეგუება.

ნორდინ ბენალალას, რომელსაც შეიარაღებულ თავდასხმასა და ავტომანქანის გატაცების გამო უკვე რამდენჯერმეა გასამართლებული, მეტსახელად "გაქცევების მეფე" შეარქვეს.

მას უკვე უცდია გაქცევა პოლიციის მანქანიდან, პარიკითა და შავი სათვალით და თოკის მეშვეობით ციხის კედლის გადალახვა. რამდენიმე დღის წინ ბენალალას თანამზრახველებმა პოლიციის ვერტფრენი გაიტაცეს და პირდაპირ მათი მეგობრის ციხის ეზოში დასვეს. ამ შემთხვევით სარგებლობა ციხის სხვა პატიმრებმაც გადაწყვიტეს და ბევრმა მათგანმა ვერტფრენს მიაშურა. საბოლოოდ მფრინავი ობიექტი მგზავრებით იმდენად გადაიტვირთა, რომ იგი აფრენისთანავე მიწაზე დაეცა. ამის მიუხედავად, ბენალალასა და მის თანამზრახველებს ფარხმალი არ დაუყრიათ: მათ ციხის დაცვის ორი წარმომადგენელი მძევლად აიყვანეს და საპყრობილესთან ახლოს მდგარი მანქანით მიიმალნენ.

image



1
30
12-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
30
  
2012, 29 ნოემბერი, 9:29
საღოლ
0 1 1