ასტროლოგია ვინ არის სინამდვილეში ბაჩო ახალაია? (ასტრო-პორტრეტი) 2012, 26 ნოემბერი, 20:40 ჩემმა სტატიამ, რომელშიც, ქვეყნის პრეზიდენტის ასტროლოგიური პორტრეტი განვიხილე, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ გადავწყვიტე გავაგრძელო სტატიების ციკლი ამ თემაზე და ამჯერად მინდა ბოლო პერიოდში ყველაზე სკანდალური ფიგურის, ბაჩო ახალაიას შესახებ გავაკეთო მოკლე ასტროლოგიური რეზიუმე. დავიწყებ იმით, რომ ყოფილი შსს მინისტრი, ყველაზე ექსტრემალური, რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე მორიელის ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული. ეს თავისთავად განაპირობებს მისი ხასიათის მთავარ შტრიხებს - რადიკალიზმს, კარგ მანიპულაციის უნარს, რისკიანობას და ა, შ. მორიელი ბუნებით მაქსიმალისტია, ამტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ე.წ "ოქროს შუალედის" გრძნობა პრაქტიკულად არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ამ პიროვნებაზე მხოლოდ მზის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ უდაოა, მას აუცილებლად ექნება ექსტრემალის ხასიათი და რადიკალიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით. ბაჩო ახალაია ოფიციალური მონაცემებით 1980 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა. მისი პირადი რუკის მიხედვით ამ ადამიანის ხასიათში საკმაოდ გამოკვეთილია მიწის სტიქიის გავლენა, რაც უპირველეს ყოვლისა, მის პრინციპულ და ჯიუტ ხასიათზე მიუთითებს. მთვარე კუროს ზოდიაქოში კი, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი გულგრილი არ უნდა იყოს ყოველგვარი მიწიერი სიამოვნების და მატერიალური სარჩოს დაგროვების ცდუნების მიმართ. კუროს გავლენით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისიც, რომ ეს პიროვნება გამორჩეული გურმანი და მესაკუთრე იქნება. ამას გარდა, მარსი რომელიც მის ჰოროსკოპში მშვილდოსნის ზოდიაქოს იკავებს, რისკის სიყვარულზეა პასუხისმგებელი. თუმცა მარსზე მეტად ამ ადამიანის რუკაში ყურადღებას იქცევს პლუტონის განლაგება, რომელიც სასწორის ზოდიაქოშია და მეთორმეტე სახლი, რომელიც ტყუპების ზოდიაქოზე გადის. ეს ნიშნავს ამ ადამიანისთვის საფრთხეს რომელიც მოდის სოციუმიდან (პლუტონი მასებს განაგებს, საზოგადოებრივ მოძრაობას) და რომელიც გააქტიურებულია ტყუპების (ჭორები, კომუნიკაცია) სფეროს მხრიდან. ალბათ ყველას გვახსოვს რომ ამ ადამიანის ბოლოდროინდელ პროფესიულ დისკრიმინაციაში, ლომის წვლილი, სწორედ რომ მასმედიამ (ტყუპების სფერო) შეიტანა. გამორჩეულ პრინციპულობასა და სიჯიუტეზე მიუთითებს ასევე ბაჩოს რუკაში, ფიქსირებული პლანეტების სიმრავლე (ერთბაშად 9 პლანეტა), საიმისოდ, რომ ასეთ ადამიანს რაიმე საკითხზე აზრი შეაცვლევინო საკმაო ძალისხმევაა საჭირო. უნდა ავღნიშნოთ აქვე ისიც, რომ სწორედ ერთერთი დამსჯელი პლანეტის სატურნის მორიელის ნიშანში გადასვლის შემდეგ (ოქტომბრის შუა რიცხვები) დაიწყო ახალაიას ცხოვრებაში დაძაბულობა, რამაც საბოლოოდ იგი პატიმრობამდე მიიყვანა.ამას დაემატა პლანეტა ურანის (რომელიც ბაჩოს რუკაში ასევე მორიელის ზოდიაქოს იკავებს და რომელიც მოულოდნელ მოვლენებზეა პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაში) გავლენაც. ანუ გამოვიდა რა: ურანი, სატურნი (ორი დამსჯელი პლანეტა) გააძლიერა მორიელის გავლენამ რამაც გამოიწვია კიდეც ამ ადამიანის ცხოვრებაში ასეთი ფატალური შედეგები. თუმცაღა სწორედ ურანის მდებარეობით შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ ამ პიროვნებას საკმარისი სასიცოცხლო პოტენციალი და გამძლეობა გააჩნია საიმისოდ, რომ სირთულეები გადაიტანოს. ხოლო რეგენერაციის ნიჭი (ურანი სკორპიონში სწორედ ამას მიუთითებს) საშუალებას მისცემს მას მკაცრი გამოცდების შედეგად ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე დადგეს. 1210 5-ს მოსწონს
|