x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და კვების რაციონი


image



ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამარტო ხასიათის შტრიხების, ამა თუ იმ ადამიანის კულინარიული მიდრეკილებების განსაზღვრაც თავისუფლად შეიძლება, აქედან გამომდინარე გთავაზობთ ასტროლოგიურ მენიუს რომელიც თორმეტივე ნიშნის წარმომადგენელს შეესაბამება.


image

ვერძებს საჭმლის კეთება დიდად არც ეხალისებათ და არც ხიბლავთ, ამიტომ მათთვის ე.წ "ფასთ ფუდის" საკვები ყველაზე საყვარელი კერძია




image

აი რაც შეეხება კუროს, ამ მხრივ პირიქითაა საქმე. კურო სახლში მომზადებული კერძის "ფანია", განსაკუთრებულად კი კუროებს ხორცეული და მისგან მომზადებული კერძები უყავრთ.



image

ტყუპებს ცნობისმოყვარე ბუნება ყველანაირი ეგზოტიკური კერძის გასინჯვისკენ უბიძგებს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სალათები და "პირის საცმაცუნო" სასუსნავი იზიდავთ.



image

კირჩხიბის ხასიათი და კვება, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რადგან კიბო კუჭით იმართება. ამიტომ კიბოს ყველანაირი საჭმელი უყვარს და როგორც ჭამას ისე კეთებას ეს ხალხი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამასთან ერთად, ტიპიური კიბო არასოდეს გადაყრის საკვებს, ეს მისთვის ნერვოზის ტოლფასია.


image

ლომს ყველაფერი მდიდრული უყვარს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხორცეულისგან მომზადებული კერძებისკენ აქვთ განსაკუთრებულ მიდრეკილება. სხვადასხვა სახის ლორი, ძეხვეული, მწვადი აი ლომის საყვარელი საკვები.


image

ქალწული განსაკუთრებით პრეტენზიულია საკვების მიმართ. ეს ადამიანები არასოდეს ჭამენ ისეთ რამეს რომლის მომზადების ტექნოლოგიაშიც გარკვეული არ არიან. უფრო მეტიც, თანდაყოლილი კუჭ-ნაწლავის პრობლემატურობის გამო, ქალწულთა დიდი ნაწილი სულაც ვეგეტარიანელია.

image

სასწორის მთავარი სისუსტე ტკბილეულია. ნებისმიერი სასწორისთვის ნამცხვარი, შოკოლადი, მუსი და ნაყინი დღიური მენიუს ყველაზე საყვარელი ნაწილია. თუმცა ზუსტად ამ "სიყვარულის" მიმართ იმატებენ როგორც წესი სასწორები წონაში.


image

მორიელს ყველაფერში ექსტრიმი უყვარს, არც კვებაა მათ შორის გამონაკლისი. მწარე, მჟავე, ცხარე კერძები აუცილებელია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა მენიუში. ამასთან ერთად ალკოჰოლის სოლიდური დოზაც აუცილებლად ესაჭიროებათ მორიელებს სრული იდილიისთვს.

image

მშვილდოსანს ეგზოტიკა იზიდავს, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს დატესტვაზე ეს ხალხი უარს არასოდეს ამბობს. თუმცა ზოგადად თავადაც უყვართ და ეხერხებათ ოჯახის პირობებში გემრიელ კერძების მომზადება და კულინარიული ექსპერიმენტების ტარება.

image

თხის რქა კევბაშიც კონსერვატორია. მან აუცილებლად უნდა იცოდეს რისგან და როგორ მომზადდა კერძი რომელსაც მიირთმევს, ამას გარდა მისი მენიუ ტრადიციული პირველი, მეორე კერძებისგან შედგება, თავისი დესერტით.

image

მერწყული მშვილდოსნის მსგავსად ექსპერიმენტატორია კვების საკითხში. აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი სიამოვნებით ატარებს სამზარეულოში კულინარიულ ექსპერიმენტებს. ამას გარდა, მერწყულების განსაკუთრებული სისუსტე სხვადასხვა სახის სასუსნავია, ისეთი როგორიცაა ჩირი, თხილეული, ქიშმიში და ა.შ

7
1139
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1139
  
2012, 26 ნოემბერი, 21:10
აუუ რა მაგარიაა ზუსტად დამემთხვა ქალწული ვარ და ვეგეტარიანელიი .... ყველაფერი დაემთხვაა
2012, 25 ნოემბერი, 17:22
ააააა.. კომენტარები არ წამიკითხავს... უკაცრავად.
2012, 25 ნოემბერი, 17:15
დაგიწერეთ მენიუ კომენტარის სახით, ბოდიშს გიხდით თქვენი ზოდიაქო გაგმორჩენია :))
2012, 25 ნოემბერი, 16:48
და თევზებმა რა ვჭამოთ?????
2012, 25 ნოემბერი, 16:38
მე კურო ვარ და ეს მენიუ თითქმის ჩემია ოღონდ ხორცეულზე ასე გაგიჟებული არ ვარ მთლად :)))
2012, 25 ნოემბერი, 16:32
ვაიმეე :))))))))) გამომრჩენია თევზები :)) ბოდიშს ვიხდი :)) თევზებს ყველანაირი სითხე უყვართ, ჩაი, ყავა და ა.შ ასევე ტკბილეულიც ოღონდ უფრო ფხვიერი ცომეული, "პეჩენიები" მაგალითად
2012, 25 ნოემბერი, 16:20
კარგი იყო,საინტერესო,მაგრამ თევზები სადაა? თუ ისინი საერთოდ არ ჭამენ? :D
0 1 7