სხვა მილიონერი დელფინს გაჰყვა ცოლად 2012, 23 ნოემბერი, 17:26 ისრაელის ქალაქ ელიატში ყველაზე არაორდინალური ქორწილი გაიმართა. ლონდონელი მილიონერი შარონ ტენდლერი ზღვაში მცხოვრებ დელფინს, მეტსახელად სინდის გაჰყვა ცოლად. ქალბატონმა ტენდლერმა მომავალ მეუღლეს თვალი ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაადგა. მას შემდეგ შარონი შეყვარებულის სანახავად წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა ელიატში. როგორც ჩანს, ბრიტანელისთვის გულის სწორისგან შორს ყოფნა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ რამდენიმე კვირის წინ დელფინს მისი მწვრთნელის მეშვეობით "ქმრობა" სთხოვა. სინდი წინადადებას სიამოვნებით "დათანხმდა" და რამდენიმე დღის შემდეგ ნანატრი ქორწილიც შედგა. 303 8-ს მოსწონს 1-ს არა
|