x
image
nukrichanturia
მოხუცებულმა ქალმა ნათესავები სასაფლაოს ქურდობაში დაადანაშაულა

image მოხუცებული გერმანელი ქალი აპირებს, ნათესავებს სასამართლოში უჩივლოს, რადგან, მისი განცხადებით, ნათესავებმა მას "საფლავი მოპარეს" და შიგნით სხვა მიცვალებული "შეაპარეს". ფრანკფურტში მცხოვრებმა 73 წლის კრისტა იანმა დაქვრივების შემდეგ, უკანასკნელი განსასვენებელი საყვარელი ქმრის, ჰანსის გვერდით შეისყიდა. თუმცა ამ წმინდა ოცნებას განხორციელება არ ეწერა.

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ქალბატონი იანი მეუღლის საფლავზე ყვავილების დასაწყობად მივიდა, აღმოაჩინა, რომ მისი საფლავი უკვე "დაკავებული" იყო: " ძვირფასი ჰანსის" გვერდით, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ჰანსის დეიდა ესვენა.

პირველი შოკის გავლის შემდეგ, გაძარცულმა გერმანელმა ადგილობრივ ევანგელისტურ საზოგადოებას პრეტენზიით მიმართა და საფლავის უკან დაბრუნება მოითხოვა.



0
49
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0