შოუბიზნესი სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს დაშორდნენ 2012, 19 ნოემბერი, 10:46 ![]() ![]() ამ ინფორმაციას მათი საახლობლო წრიდანაც ადასტურებენ და მათი თქმით განშორების ინიციატორი სელენა იყო, რადგან იგი აღარ ენდობოდა ჯასტინს და თან ორივე იმდენად დაკავებულნი იყვნენ თავისი კარიერით, რომ ერთმანეთისთვის ვეღარ იცლიდნენ. ერთ-ერთი პორტალის, Radar Online-ის ინფორმაციით, მათ ურთიერთობაში ბზარი უკვე ერთი თვეა რაც გაჩნდა. ჯასტინს სელენა ძალიან უყვარს, მაგრამ სელენას გაუნელდა მის მიმართ გრძნობები და ჯასტინთან მხოლოდ იმის გამო იყო, რომ გომესის გუნდი თვლიდა, რომ ეს მისი იმიჯისთვის იყო კარგი-ასეთ ინფორმაციას ავრცელებს პორტალი. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ ჯასტინს რომანი აქვს 19 წლის მოდელთან, ![]() ბარბარა პალვინთან. შესაძლებელია, რომ მათ შორის სიმპატია გაჩნდა Victoria's Secret-ის შოუზე, სადაც ბიბერიც იყო მიწვეული სხვა ვარესკვლავებთან ერთად. ხოლო ჭორები მათი ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოდელმა ბარბარა პალვინმა ჯასტინთან ერთად გადაღებული ფოტოები განათავსა თვითერზე, გარდა ამისა ისინი ერთად დააფიქსირეს მიუზიკლზე "მეფე ლომი". "გთხოვთ დაწყნარდით! ის თქვენია!"-ასე მიმართა თავის ბლოგში მოდელმა ჯასტინის ურიცხვ თაყვანისმცემლებს. ეს კი მან მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მოდელს განრისხებული და გაბრაზებული მომღერლის გულშემატკივართა მთელი არმია დაესხა თავს. 340 11-ს მოსწონს 2-ს არა
|